in

პირველი BMW M Experience საქართველოში

15 და 16 ივნისს ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით და SOLO-ს გენერალური პარტნიორობით, საქართველოში პირველი BMW M Experience გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი კომპანიის მომხმარებლებისა და ავტოინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისათვის BMW M-ის სრული პოტენციალის გაცნობა იყო. პირველად საქართველოში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, ავტოდრომზე გამოეცადათ უნიკალური M ავტომობილები, რამაც მათში კიდევ უფრო მეტად გააღრმავა BMW-ს სპორტული მოდელების მიმართ სიყვარული.

უნიკალური ფაქტია, რომ სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სარბოლო ტრასაზე ლიმიტირებული წარმოების BMW M5 CS და BMW M3 CS იხილეს, ასევე გამოცადეს ისეთი მოდელები, როგორებიცაა — M2, M4, X5 M, X6 M და XM. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს  BMW-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც კომპანიამ საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოიყვანა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ავტომატური პარკირების, Launch & Brake და მანევრირების სავარჯიშოები. ამასთან ერთად, ავტომობილების საექსპოზიციო სივრცეში დამთვალიერებლებმა BMW-ს მრავალფეროვანი სამოდელო რიგიც იხილეს.

ჯი-თი მოტორსმა BMW M Experience-ზე 3000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რაც თავის მხრივ საქართველოში ამ ბრენდის არსებობის განმავლობაში უნიკალური და ყველაზე მასშტაბური პრეცედენტია.


კრედიტები:

სააგენტო — Mozaika • მოზაიკა

ვიდეო — watergunz

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გავაუმჯობესოთ სასარგებლო პროცესი, რომელიც ეფექტურად აღარ მუშაობს

„ის, რაც დროს გაუძლებს“ – ალიანს ჯგუფის ახალი კამპანია