in

მსოფლიოში ფრინველის პირველი ციფრული სახეობა იყიდება!

ფრინველი წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობის არა-ჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) სახით

მსოფლიოში კაჭკაჭის პირველი ციფრული სახეობა იყიდება! იგი სეიშელის კუნძულებზე საერთაშორისო პარტნიორების, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა და Porini Foundation-ის მხარდამჭერით შეიქმნა. ეს არის ბუნების ციფრული კოლექცია, როგორც ინოვაციური ფონდების მოძიების კამპანიის ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების შენარჩუნების მიზნით.

ფრინველი წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობის არა-ჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობის მხოლოდ 59 “ციფრული ტყუპი” გამოვა გასაყიდად. “რადგანაც დაფინანსების ტრადიციული წყაროები ამოიწურა, ჩვენ გვჭირდება ინოვაციური გზები გრძელვადიანი პროგრამების მხარდასაჭერად, რომლებიც წარმატებული კონსერვაციის საფუძველია. ეს მხოლოდ ექსპერიმენტების დასაწყისია” – ამბობს Nature Seychelles-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნირმალ შაჰი.

არსება, რომლის მეცნიერული სახელია Copsychus sechellarum, გადაშენების პირას მყოფთა შორის იკავებს ადგილს – ინდოეთის ოკეანეში არქიპელაგზე დაახლოებით 460 ფრინველია, რომელთაგან 59 Cousin Island-ის სპეციალურ ნაკრძალში იმყოფება. თუმცა ე. წ. Magpie-robin 2005 წლიდან კრიტიკულად მწვავე კატეგორიაში აღარ მოიხსენიება, რადგან სახეობის რიცხვი, ინტენსიური კონსერვაციის მცდელობების შედეგად, შედარებით გაიზარდა.

ამასთან, ფრინველთა პოპულაციის ზრდა დაფიქსირდა ნაკრძალში. ეს მეტწილად სამაშველო ჯგუფის მუშაობით იყო განპირობებული, რომელიც 1990 წელს შეიქმნა – როდესაც კუნძულზე მხოლოდ 23 ფრინველი ცხოვრობდა. პროგრამის პირველი ეტაპი ფრეგატის კუნძულზე უკანასკნელი მოსახლეობის სტაბილიზაციასა და აღდგენაზე იყო ორიენტირებული.

NFT კონსერვაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის

სეიშელის კუნძულებზე, სხვა კონსერვაციული ორგანიზაციების მსგავსად, ჩვეულებრივი შემოსავლის წყაროები დაინახეს. მათ შორისაა ტურიზმი პანდემიის დროს, რაც მათ აიძულებს, აიძულებს, ბლოკჩეინებს მიმართონ, რათა ფონდების მოძიება გააფართოონ.

თითოეული NFT-ის ნამდვილობა ბლოკჩეინითაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დუბლირება ან მანიპულირება შეუძლებელია. ეს არის ცოცხალი ფრინველის სურათი, რომელიც ამჟამად სპეციალურ კონსერვაციის ზონაშია დაცული. მათი შეძენა 10-დან 10 000 დოლარამდეა შესაძლებელი. “თქვენ შეგიძლიათ, საქმეში იმდენი წვლილი შეიტანოთ, რამდენიც გსურთ. მიღებული თანხა კი პირდაპირ გადაეცემა ამ სახეობის მართვის ბიუჯეტს” – აღნიშნავს ნირმალ შაჰი.

კონსერვაცია, ყველა სახეობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. თითოეული ეს სახეობა და ორგანიზმი ერთად მუშაობს ბალანსისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამიტომ, მდიდარი ბიომრავალფეროვნება ჯანსაღ ეკოსისტემაზე მიუთითებს, რომელიც სასარგებლოა როგორც გარემოსთვის, ისე კაცობრიობისთვის.

გაეროს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, მილიონ სახეობას საფრთხე ემუქრება და ეს პროცესი ისტორიაში უპრეცედენტო ტემპს აღწევს.

კონკურსი ზღაპრის პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციების შექმნაზე

ორი ძმის მიერ შექმნილი ლეგენდარული ბრენდი – Dodge-ს ისტორია