in

Pirveli.com – ახალი ციფრული რეალობა

დაგროვების სისტემები და ფასდაკლების ბარათები ბევრი ადამიანის გონებაში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ბიზნესის უსარგებლო ნაწილად აღიქმება. თუმცა, ალბათ ჯერ არ გსმენიათ Pirveli.com-ის შესახებ. ადგილის, სადაც ყველაფერში, დიახ, ყველაფერში აგროვებთ მონეტებს, რომლითაც სასურველ მომსახურებას მინიმუმ ნახევარ ფასად მიიღებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პლატფორმის მომხმარებელი ხართ.

Pirveli.com მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ჰპირდება. ამ თემაზე ვრცლად, Pirveli.com-ის შესახებ პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი ქვლივიძე მოგვიყვება.

M: რა არის Pirveli.com? 

Pirveli.com ლოიალობაზე დაფუძნებული ციფრული ეკოსისტემაა, სადაც მომხმარებელი ყველაფერში მონეტებს აგროვებს: რეგისტრაციით (500 მონეტა), სასურველი ნივთის შეძენით  და ჯანდაცვის ბარათის აქტივაციით. დაგროვებული მონეტების გადაცვლა კი სასურველი ფასდაკლების ვაუჩერებშია შესაძლებელი.

ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ონლაინ მაღაზიას, ფასდაკლების ვაუჩერებს და ჯანდაცვის ბარათს, რომლითაც თვეში მხოლოდ 15 ლარად, 70%-მდე ფასდაკლებებს მიიღებთ ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში. 

ვთქვათ ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელია ნინი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სახლში ტელევიზორის შეცვლას გეგმავს. რეგისტრირდება Pirveli.com-ზე და მაშინვე ერიცხება 500 მონეტა ანგარიშზე. არჩევს სასურველ მოდელს, რომლის ღირებულებაც 1000 ლარია და შეძენის შემდეგ, დამატებით 1000 მონეტას იღებს. შესაბამისად, ნინის ბალანსზე უკვე 1500 მონეტა აქვს. ნინი ტელევიზორს სასურველ მისამართზე სწრაფი მიწოდებით, სულ რაღაც 1-3 საათში მიიღებს და თავისუფალ დროს ფასდაკლების ვაუჩერის შერჩევას დაუთმობს, რომელსაც დაგროვებული მონეტების სანაცვლოდ იღებს.

ნინის შეუძლია შეარჩიოს სასტუმროს ვაუჩერი, რომლითაც კახეთში, რომელიმე პრემიუმ სასტუმროში, 500 ლარის ნაცვლად 250 ლარს გადაიხდის. დასვენების ვაუჩერის გარდა ნინი, დაგროვებული მონეტების გადაცვლას რომელიმე კვების ობიექტშიც შეძლებს, მაგალითად სუშის 4 კაციან სეტში და სოლარიუმის ულიმიტო აბონემენტსაც შეიძენს ნახევარ ფასად.

შესაბამისად, ნინიმ Pirveli.com-ზე სასურველი ტელევიზორის  შეძენით დაზოგა დრო, შეიძინა მისთვის სასურველი პროდუქტი მინიმუმ იგივე საბაზრო ფასად და შეიძლება ფასდაკლებითაც კი და რაც ყველაზე მთავარია – მიიღო საჩუქრად 1500 მონეტა.
დაგროვებული მონეტები 3 სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერში გადაცვალა და აქაც, მინიმუმ ნახევარ ფასად მიიღო სასურველი მომსახურებები. 

M: უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, რას გვეტყვით ძირითად მიმართულებებზე? 

ცალ-ცალკე მოგიყვებით თითოეულ მიმართულებაზე:

Shop.pirveli.com ჩვენი ონლაინ მაღაზიაა, სადაც ყველა პროდუქტს შეხვდებით, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ან გამოგადგეთ – თავის მოვლის პროდუქტებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული. სასურველი ნივთის შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ბანკის ბარათი ან თანხა 6 თვემდე უპროცენტოდ გადაანაწილოს.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისში შენაძენის მისატანად კი, მაქსიმუმ, 3 საათი გვჭირდება.

Sale.pirveli.com-ის იდეა ორი სიტყვით აიხსნება – „იაფი ცხოვრება“. აქ ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს მართლა წარმოუდგენელი ფასდაკლებები სხვადასხვა მიმართულებით და ხშირად სრულიად უფასოდაც, რადგან თვეში მინიმუმ 2-ჯერ მაინც გვაქვს უფასო ვაუჩერები, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობითაა განთავსებული ვაუჩერების გვერდზე და მომხმარებელი მხოლოდ მონეტების ხარჯზე, ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე, შეძლებს დაისვენოს ქალაქგარეთ სხვადასხვა სასტუმროში, მიირთვას საყვარელი კერძები მეგობრებთან ერთად, ჩაიტაროს სპა პროცედურები და ა.შ.

სასურველი ვაუჩერის შეძენა, მონეტების გარდა, მომხმარებელს რეალური ფულითაც შეუძლია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დასვენებას, გართობას, განტვირთვას, მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას ან ბავშვის დაბადების დღეს გეგმავთ, გირჩევთ ჯერ Sale.pirveli.com-ს ეწვიოთ, გადაავლოთ თვალი ჩვენს შეთავაზებებს და რა იცით, რა ფასდაკლებებს გამოკრავთ ხელს.

ჩვენ ერთგვარი ვალდებულება დავუწესეთ ჩვენ თავს, ავაშენოთ პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს თითოეულ მომხმარებელს, რომელიც Pirveli.com-ზე ყოველთვის მიიღებს მეტს

M: ჯანდაცვის ბარათზეც რომ გვითხრათ რამდენიმე სიტყვით…

ონლაინ მაღაზია უცხო არავისთვისაა, ფასდაკლების ვაუჩერებით სარგებლობის გამოცდილებაც აქვს მომხმარებელს, თუმცა ჯანდაცვის ბარათი სრულიად ახალი და უპრეცედენტო პროდუქტია.

ესაა სამედიცინო ფასდაკლების ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თვეში მხოლოდ 15 ლარად მიიღოთ 10%-დან 70%-მდე ფასდაკლება ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში: ამბულატორია, ლაბორატორია, სტომატოლოგია, ესთეტიკური მედიცინა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის ბარათი ფარავს ისეთ მომსახურებებს, რომელსაც არცერთი კერძო დაზღვევა არ ფარავს და არ იზღუდება ბიუროკრატიითა და ლიმიტებით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების ნაწილი – ამ ეტაპზე, ჩვენი პარტნიორი PSP-ს სააფთიაქო ქსელია, სადაც ჯანდაცვის ბარათის ნებისმიერ მფლობელს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ფასდაკლება ყოველდღე ყველა იმ მედიკამენტსა თუ სხვა პროდუქტზე, რაზეც ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ PSP-ს სააქციო დღეებში. თავის მოვლის პროდუქტებსა და ვიტამინებზე  ჯანდაცვის ბარათის მფლობელები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა 12 ხშირად მოხმარებად მედიკამენტზე (ჰიპერტენზიული, კარდიოლოგიური) ფუნქციონირებს ფიქსირებული 40%-იანი ფასდაკლება.

M: ჯანდაცვის ბარათი წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის კერძო ან საყოველთაო დაზღვევასთან?

რა თქმა უნდა, არა. რიგ შემთხვევებში ჩვენი ბარათი დაზღვევის იდეალური შემავსებელიც კია. 

პირობითად, თუ კვლევა, რომლის ჩატარებაც გსურთ, ღირს 100 ლარი და ჯანდაცვის ბარათით გეკუთვნით 40%-იანი ფასდაკლება, ადგილზე გადაიხდით 60 ლარს. თუ ამ კვლევაზე თქვენი დაზღვევით გეკუთვნით 50%-იანი ფასდაკლება, გადახდილი 60 ლარიდან 50%-ის ანაზღაურება მოხდება თქვენი დაზღვევის მხრიდან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ლარიან მომსახურებაში მხოლოდ 30 ლარს გადაიხდით.

ძალიან მნიშვნელოვანია ფასდაკლებების ულიმიტოდ მიღების შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ არ შეიზღუდოთ თავი ვიზიტების ან თანხის რაოდენობით, რადგან ჯანდაცვის ბარათს არ აქვს მსგავსი ლიმიტები. დაწესებულებაში ვიზიტისას ან მედიკამენტებზე ფასდაკლებით სარგებლობისთვის არ გჭირდება არანაირი მიმართვა და ფასდაკლებას მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით იღებთ. ჯანდაცვის ბარათი აქტიურდება შეძენისთანავე და ადგილზე პირდაპირ ფასდაკლებულ თანხას იხდის მომხმარებელი. 

M: მოდით, სამომავლო გეგმებიც მიმოვიხილოთ…

ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, Pirveli.com-ის სლოგანია მიიღე მეტი ცხოვრებისგან, შესაბამისად, მთავარია, ჩვენს პლატფორმაზე მომხმარებელი ყოველთვის მოგებული დარჩეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძალიან მალე, პლატფორმაზე დაგვემატება სახალისო და გასართობი თამაშების მიმართულება, სადაც მომხმარებელი დაგროვებული მონეტებით შეძლებს თამაშს, მათი რაოდენობის გაზრდასა და სხვადასხვა პრიზის მოგებას.

რაც ყველაზე მთავარია, გემრიელი ლუკმის სახით ბოლოსკენ მოვიტოვე… სულ მალე, Pirveli.com-ის ნებისმიერი მომხმარებელი ყოველ 100 დაგროვებულ მონეტაზე ავტომატურად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, მოგების 5 შანსით. სამ დღეში ერთხელ, პირდაპირ ეთერში, გაიმართება გათამაშება, დღიური საპრიზო ფონდით 10,000 ლარი. გვექნება ასევე სხვადასხვა პრიზიც: ყურსასმენები, მობილური ტელეფონები, დინამიკები და ა.შ. 

შესაბამისად, თუ რამე პროდუქტს ან მომსახურებას ეძებთ – გირჩევთ ძიების პროცესი Pirveli.com-დან დაიწყოთ. იმისათვის, რომ თავადაც დარწმუნდე, ესტუმრე Pirveli.com-ს და მიიღე მეტი ცხოვრებისგან!

[R]

როგორ შევქმნათ ბრენდის შესაფერისი, ინოვაციური კონტენტი

Cisco – სტენფორდის უნივერსიტეტის ქსელებიდან დაწყებული მრავალმილიარდიანი კორპორაცია