in

პირველი ელექტრომობილები და მათი ისტორია

დღეს ელექტრომობილების ხსენებაზე ყველას Tesla Motors ახსენდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ბევრად უფრო დიდი ხნის წინ არსებობდა. ელექტრო მანქანები გაჩნდა შიდა წვის დახარისხებამდე დიდი ხნით ადრე და ის ადამიანები, ვინც მათზე ოცნებობდა, არასოდეს წყვეტდნენ მცდელობას, ერთი მხრივ, რომ შეექმნათ იდეალური ელექტრო მოდელი, მეორე მხრივ, ბიზნეს წინადადება, რომელიც დააინტერესებდა ინვესტორებს.

სულ პირველი მცდელობა

1830-იან წლებში შოტლანდიელმა რობერტ ანდერსონმა შექმნა მანქანა, რომელსაც, მოტორიზებული ძრავა ჰქონდა. ის არ იტენებოდა ბატარეებით, მაგრამ ისტორიაში ჩაიწერა, როგორც პირველი მცდელობა ელექტრომობილის შექმნაში. 

ამასობაში, სხვა შოტლანდიელმა, 1837 წელს რობერტ დევიდსონმა ააგო ელექტრული ლოკომოტივის პროტოტიპი, რომელმაც საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რკინიგზის მუშებს იმდენად შეეშინდათ, რომ მას „ეშმაკის მანქანა” უწოდეს და გაანადგურეს.

ელემენტები

ელემენტები, რომელთა დატენვაც შესაძლებელი იყო, გამოჩნდა 1859 წელს, რამაც ელექტრო მანქანის იდეა უფრო სიცოცხლისუნარიანი გახადა. დაახლოებით 1884 წელს გამომგონებელმა თომას პარკერმა ხელი შეუწყო ელექტრომოძრავი ტრამვაის განლაგებას და ააგო ელექტრომანქანების პროტოტიპი ინგლისში. 1890 წლისთვის, შოტლანდიაში დაბადებულმა ქიმიკოსმა, უილიამ მორისონმა მოითხოვა პატენტი ელექტრომანქანაზე. ის პირველად გამოჩნდა ქალაქის აღლუმზე 1888 წელს. მას ჰქონდა წინა წამყვანი თვლები, 4 ცხენის ძალა და 24 ელემენტი, რომელსაც დატენვა სჭირდებოდა ყოველ 50 მილში. აღსანიშნავია, რომ მორისონის მიღწევებმა სხვა გამომგონებლებს ფანტაზია გაუხსნა.

Electrobat

ფილადელფიელებმა – პედრო სალომ და ჰენრი გ. მორისმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც მანქანებსა და ნავებს ბატარეებით ამუშავებდა. პატენტი მიიღეს 1894 წელს. ავტომობილს, რომელიც მათ შექმნეს, Electrobat ერქვა და 1896 წელს მან გაიმარჯვა რბოლაში, სადაც საწვავზე მომუშავე მანქანებს ეჯიბრებოდა. 

ეს ის წლებია, როდესაც ცხენები ჯერ კიდევ გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებად. სალომი და მორისი გაერთიანდნენ და დაარსეს სტარტაპი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ელექტრო კაბინა ააგეს. თავიანთი იდეა მიჰყიდეს ვინმე ისაკ ლ. რაისს, რომელმაც დააფუძნა ელექტრო მანქანების კომპანია (EVC) ნიუ ჯერსიში. თავის მხრივ რაისმა მოიზიდა დიდი ინვესტორები და პარტნიორები და 1900-იანი წლების დასაწყისისთვის მათ ჰქონდათ 600-ზე მეტი ელექტრო კაბინა, რომლებიც მუშაობდნენ ნიუ-იორკში, მცირე ფლოტებით ბოსტონში, ბალტიმორში და აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში.

თუმცა, როგორც ხშირად სტარტაპებში ხდება ხოლმე, წარმატების მიუხედავად, პარტნიორებს ჩხუბი მოუვიდათ, რის შედეგადაც, საწარმო 1907 წელს დაიხურა.

ცნობილი სახელები

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, საავტომობილო გამოგონებები ყველაზე აქტუალური თემა იყო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს მოღვაწეობას უამრავი დღეს ცნობილი ბრენდი. ამ დროს ერთმანეთს ენაცვლებოდა ბენზინსა და ორთქლზე მომუშავე ავტომობილები და შიგადაშიგ ელექტროებსაც აწარმოებდნენ.

ამ ცნობილ სახელებს შორის გვხვდება ფერდინანდ პორშე, რომლის სახელსაც უკავშირდება 5 ცხენის ძალის მქონე ელექტრომანქანის შექმნა. სპეციფიკური თვალსაზრისით, ის არ გამოიყურება უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე მორისონის 1893 წლის მსოფლიო გამოფენის „მანქანა”, მაგრამ მან მოიგო ელექტრომანქანების რბოლა ბერლინის გამოფენაზე 1899 წლის 28 სექტემბერს.

შემდეგი ცნობილი სახელი, ესაა თომას ედისონი. მან და მისმა კემპინგის მეგობარმა ჰენრი ფორდმა ასევე სცადეს თავიანთი ძალა ელექტრომანქანაში და ააგეს ერთი პროტოტიპი, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბენზინის ძრავას უფრო პერსპექტიული მომავალი ჰქონდა. ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ცენტრებს გარეთ, რაც სერიოზულად ზღუდავდა ამ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მანქანების ბაზარს. მეორე მიზეზი კი ის გახდა, რომ საწვავის სპეციალური ჭურჭლით ტარებაც იყო შესაძლებელი, მაგრამ მანქანის დატენვა ვერ ხერხდებოდა დიდ მანძილზე.

ელექტრომობილების შექმნის და ამ ინდუსტრიის განვითარების იდეა ყოველთვის აქტუალური იყო იქიდან მოყოლებული, რაც ზოგადად ავტოინდუსტრია არსებობს. ავტოისტორიაში ჩაწერილია არაერთი ერთჯერადი მცდელობა თუ ფაქტი, სადაც ნახსენებია ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის შესახებ. 

90-იან წლებში ელექტრომობილების წარმოება უფრო მეტად მომრავლდა და დღესდღეობით, როგორც იცით, ყველა ბრენდი ცდილობს ამ ტიპის მოდელების შემუშავებას. 1999 წელს პოპულარული იყო მაიკ კორბინის ნახევრად მანქანა/ნახევარ ველოსიპედი სახელად, Corbin Sparrow. 

დღეს ელექტრომობილის ხსენებისას, როგორც უკვე ვთქვით, ყველას ტესლას მანქანები გვახსენდება. პირველად ის 2008 წელს გამოჩნდა თავისი Roadster-ით და მოცემულ ეტაპზეც მუშაობს ახალ ელექტრომანქანებზე, რომლებიც დახვეწილი დიზაინითა და ულტრათანამედროვე სისტემით ეწყობა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჩემი 3 ფავორიტი რეკლამა – ეკატერინე ებანოიძე

Jack Wolfskin – ბრენდი, რომლის წარმოშობაც მგლის ყმუილით დაიწყო