“პარადისი ჯგუფმა” ბრენდის ნდობა კიდევ ერთხელ გაამართლა და ამჯერად თბილისში Emporio Armani EA7-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა. მაღალი ხაზის სპორტული სამოსის მოყვარულებს Emporio Armani EA7-ის შეძენა ამიერიდან სავაჭრო ცენტრ City Mall Saburtalo I სართულზე ყოველდღიურად 10:00 – 22:00 საათამდე შეეძლებათ.
“Emporio Armani EA7-ის მოყვარულები კარგად იცნობენ ბრენდს. აქამდე მას shop in shop პრინციპით ვყიდდით, თუმცა კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა მასზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. პანდემიამ, ზოგადად, შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი პასიურიდან უფრო აქტიურ – ჯანსაღი ცხოვრების წესზე. თბილისშიც უფრო მეტად სპორტულად აქტიურები ვართ, ვიდრე ვიყავით. და რომ არა სპორტი, ისედაც მეც, პირადად ყოველდღიურად უფრო კომფორტულ და ხარისხიან სამოსს ვირჩევ. ვინაიდან, ეს ბრენდი უალტერნატივოა, ფასი კი მაღალი ხარისხის შესაბამისი და ხელმისაწვდომია, გადავწყვიტეთ მათი ოფიციალური წარმომადგენლები ვყოფილიყავით. მსოფლიოში ძალიან ცოტაა Emporio Armani EA7-ის კონცეპტუალური მაღაზია, ჩვენს რეგიონშიც – ამიერკავკასიაშიც ის პირველია. ჩვენს ჯგუფს სხვა საერთაშორისო ბრენდებთანაც მრვალაწლიანი წარმატებული სამუშაო ურთიერთობა აქვს და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ Emporio Armani EA7 წარმატებული იქნება და გაამართლებს ქართულ ბაზარზე.” – დავით ხახიაშვილი, “პარადისი ჯგუფის” CEO
Emporio Armani EA7-ის მოდელები გამოირჩევა მკვეთრი, დახვეწილი და ინდივიდუალური ხასიათის დეტალებით. ბრენდი თავის კოლექციებში აერთიანებს – ქალისა და მამაკაცის სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ექსკლუზიურად შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიები ზუსტად ასახავს ბრენდის იდეას – გაამარტივოს ფიზიკური დატვირთვა სპორტული აქტივობისას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გახანგძლივებას ყველაზე მძიმე ფიზიკური დატვირთის დროსაც კი.
ბრენდი ასევე წარმოგვიდგენს ინოვაციურ Crusher Distance ხაზის სპეციალურად შექმნილ სარბენ მოდელებს გამორჩეული ფერების კომბინაციებით.
Emporio Armani EA7 კოლექციებში ასევე შეხვდებით ქალის ყოველდღიური გამოყენების ტანსაცმელს მინიმალისტურ ფერებში, ნატურალური ბამბის შემადგენლობით. სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიები კი იოგას/პილატესსა და მსგავსი ტიპის სპორტულ აქტივობებს მეტად მოქნილს ხდის. მათთვის კი, ვისთვისაც ფეხით სიარული და სწრაფი სვლა საყვარელი ფიზიკური აქტივობაა, ბრენდი გვთავაზობს მრავალმხრივ ფუნქციურ სამოსს, რომელიც თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამინდის ცვალებადობისას. ამრეკლავი დეტალები კი უზრუნველყოფს ღამით მაქსიმალურ ხილვადობას.
პროფესიონალური სპორტის მიმდევრებს და იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ბრენდი სთავაზობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, რომელიც აკმაყოფილებს ინდივიდუალურ სპორტულ მოთხოვნილებებს.
“ეს Armani.com-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან მაღაზიების რუკაა, სადაც თბილისი, ჩვენი მაღაზიაა მონიშნული. ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე სავაჭრო ცენტრ სითი მოლის პირველ სართულზე ველოდებით ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აცვიათ Emporio Armani EA7. პროდუქციას ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.paradisi.ge შეარჩევთ Online. ჩვენს მაღაზიაში კი თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ქალისა და მამაკაცის სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარები. ექსკლუზიურად შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიები კი კომფორტულ ყოველდღიურობას და სპორტულ აქტივობას უზრუნველყოფს.” – მარიამ ბაისონაშვილი, “პარადისი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი.
2004 წელს შექმნილი ბრენდი Emporio Armani EA7 თითქმის 20 წელია, რაც Retail სფეროში წამყვან პოზიციას იკავებს სპორტული მიმართულებით. მისი პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში 2022 წლის მაისში გაიხსნა, სამომავლო გეგმების გათვალისწინებით კი, “პარადისი ჯგუფისგან” კიდევ ორ ახალ მაღაზიას უნდა ველოდოთ.
[R]