in

ნახეთ: პირველი გადამუშავებადი ზურგჩანთა მსოფლიოში

Novum 3D ზურგჩანთისთვის მხოლოდ ერთი მასალა და 3D პრინტერი გამოიყენეს. აქ კი ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდა, რომელიც სრულად გადამუშავდება და, შესაბამისად, გარემოსთვის უსაფრთხო იქნება.

„მასალის გადამუშავება ჩვენს ინდუსტრიაში ნამდვილი გამოწვევაა. ბევრი პროდუქტი მინიმუმ 5-10 სხვადასხვა ან საერთოდ შერეული მასალისგან შედგება, რომელთა განცალკევება და გარემოსთვის სასიკეთოდ გარდაქმნა რთულია“, — განაცხადეს კომპანია Vaude-ს წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ზურგჩანთის ავტორებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

Vaude-მ ბევრი იმუშავა, რათა Novum 3D კომფორტული, ფუნქციონალური და გადამუშავებადი ზურგჩანთა გამხდარიყო. იგი გერმანულ პლასტმასისა და დანამატების წარმოების კომპანიასთან — Oechsler გაერთიანდა და, 3D ტექნიკის გამოყენებით, TPU შემცველობის მასალა შექმნა.

Novum 3D ზურგჩანთა, მისი თასმები და საზურგე 100 პროცენტით თერმოპლასტიკური პოლიურეთანისაგან, ანუ TPU-სგან არის დამზადებული. ეს მასალა მხოლოდ ჩანთის შესაკვრელზე არ არის გამოყენებული, თუმცა გადამუშავებამდე მისი მოხსნა მარტივად შეიძლება… ნაკერების ნაცვლად კი, მასალის ერთი ნაწილი მეორეზე მაღალი ტემპერატურის დახმარებით არის მიმაგრებული.

კიბოს უჯრედის „ავატარი“ წამლების გამოსაცდელად შეიქმნა

ბარსელონას სპონსორი Spotify გახდა