in

Viber-ის პირველი ქართული სტიკერები Coca-Cola-სგან

Coca-Cola-ს წლევანდელ საახალწლო კამპანიას პოზიტიური მესიჯი აქვს – იგი ყველას მოუწოდებს თავად გახდეს სანტა და საყვარელ ადამიანებს საახალწლო განწყობა, საჩუქრები და სიხარული გაუზიაროს.

BOG
BOG

Viber საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. სწორედ ამიტომ, წელს Coca-Cola-მ მომხმარებელს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და სააგენტო UM Georgia-ს და McCann Tbilisi-სთან ერთად სტიკერების პირველი ქართული ნაკრები შექმნა.

შეიძლება ითქვას, რომ Coca-Cola ამ მხრივ მეკვლე აღმოჩნდა – ის პირველი ბრენდია, რომელმაც ქართველ მომხმარებელს Viber-ის ქართული სტიკერები შესთავაზა. 28 საახალწლო სტიკერი ქართულ ენაზე, ლოკალური ინსაითების გათვალისწინებით, სპეციალურად ქართული ბაზრისათვის შეიქმნა.

სტიკერები Viber-ის Sticker Market-ში დღეიდან სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

[R]

ნასას კოსმოსურმა აპარატმა ასტეროიდ ბენუზე წყალი აღმოაჩინა

„თუ საკუთარ ეგოს იცნობთ“ – სამი შვილის დედის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ეგო მედიქალი“