„ბორჯომი“ ქართული რაგბის ისტორიას გვახსენებს, რომელიც ლელო ბურთიდან იწყება. 1948 წელს პირველი ლელო ბურთი ჰაერში ავაგდეთ და ასე დაიწყო ქართული რაგბის მებრძოლი სულის ისტორია, რომელიც შემართების სიმბოლოდ იქცა. ძველი ლეგენდებიდან ჩვენი დროის ლეგენდებამდე რაგბი „მარად და მყარად“, ერთად დგომის სიმბოლოდ იქცა არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ზოგადად ყველა ქართველისთვის.
ლეგენდა ახლაც გრძელდება… ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს რაგბის მსოფლიო თასზე „ბორჯომთან“ ერთად. ჩვენი თამაში! ჩვენი ლეგენდა!
შეგახსენებთ, რომ „ბორჯომი“ ქართული რაგბის გენერალური სპონსორია.