in

აი, როგორ შევძელით „უხილავის“ დანახვა

მოკლედ, ადამიანები ცნობისმოყვარეები რომ ვართ, ამაზე მოწმობს მიკროსკოპების არსებობაც… სულ პირველ ამგვარ ქმნილებაზე საუბარი კი პირველივე საუკუნიდან იწყება, იმ პერიოდიდან, როცა მინა შექმნეს, რომაელებმა ექსპერიმენტები რომ დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ შუშის სისქემ, შესაძლოა, ობიექტი გაადიდოს. ადრეული ცნობები ე. წ. ნიმრუდის ლინზაზეც საუბრობს, კრისტალზე, რომელიც, შესაძლოა, გამადიდებელი შუშის მსგავსად გამოეყენებინათ. საკითხავ ქვაზეც ვკითხულობთ საარქივო მასალებში, რომელიც სფერული მინა იყო, ფურცელზე თავსდებოდა და ტექსტს მარტივად წაკითხვადს ხდიდა. ნელ-ნელა კი ამ ფაქტებს პირველ სათვალემდე მივყავართ.

ეს მაშინ ინოვაციური იყო, შესაბამისად, მალევე მიიპყრო ყურადღება და სათვალის პოპულარობის ხანაც დადგა. გამომგონებლები თუ მეცნიერები ოპტიკითა და ლინზებით იყვნენ დაინტერესებულნი და ზუსტად ამ ექსპერიმენტების დროს მოხდა პირველი მიკროსკოპის გამოგონებაც. აქ მამა-შვილზე უნდა გესაუბროთ, რომლებმაც სათვალეზე მუშაობისას აღმოაჩინეს, რომ თუ რამდენიმე მინის ლინზას მილში მოაქცევდნენ, მილის ბოლოს არსებული ობიექტი უფრო დიდი გამოჩნდებოდა.

თუმცა ამ იდეაზე რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, რის გამოც მის ავტორზე საუბარი ცოტა სადაო საკითხია მეცნიერებისთვის. უმეტესად მამა-შვილს ჰანს და ზაქარია იენსენს ასახელებენ, ზოგიც მარტო შვილს, ზოგიც კი მამას… ასე იყო თუ ისე, ისინი ლინზებს მილში ათავსებდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ დიდდებოდა მის ქვეშ მოქცეული ნივთები. როგორც ვიგებთ, მოწყობილობა ერთზე მეტ ლინზას იყენებდა, რითაც ერთი ნაბიჯით მაღლა იყო გამადიდებელ ლინზებსა თუ სათვალეზე. ასე იგი თანამედროვე მიკროსკოპებისა და ტელესკოპის წინამორბედადაც ითვლება. 

ეს ამბავი კი 1590 წელს მოხდა. თანაც თავად პირველი მიკროსკოპის გამოგონების თარიღზე საუბარი დაზუსტებით საუბარი, რადგან აღნიშნულ ფაქტს იანსენების ოჯახის დიდი ხნის მეგობრის, ჰოლანდიელი დიპლომატის უილიამ ბორილის წერილი ადასტურებს, რომელიც 1650-იან წლებში საფრანგეთის მეფეს მისწერა. წერილში მიკროსკოპის წარმოშობაზე საუბრობდა — აღწერდა, როგორც 2.5 ფუტის სიგრძის მქონე მილს, რომლის დიამეტრიც 1-2 ინჩი იყო, თავში და ბოლოში ლინზები ჰქონდა დამაგრებული, რაც ინსტრუმენტს საშუალებას აძლევდა, სინათლით ნამუშევრები 3-9-ჯერ გაედიდებინა. 

თუმცა იანსენების მიკროსკოპიდან არცერთი შემონახულა, თუ არ ჩავთვლით მიკროსკოპს, რომელიც 1595 წლით თარიღდება, იანსენის სახელს ატარებს და Middleburg-ის მუზეუმში ინახება. ოღონდ ამის დიზაინი ცოტათი განსხვავებულია, სამი მილისგან შედგება, ხელით სატარებელია და 10-ჯერ გადიდება შეუძლია. 

საინტერესოა, რომ იანსენის გამოგონებას ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდა მანამ, სანამ მეცნიერებში გავრცელდებოდა. თავად სიტყვა მიკროსკოპიც პირველად ნაბეჭდ ქაღალდზე 1625 წელს გამოჩნდა, თუმცა მას რაიმე სამეცნიერო გამოყენება არ ჰქონია 1661 წლამდე, სანამ მარჩელო მალპიგიმ მკვდარი ბაყაყის გამომშრალ ფილტვში კაპილარები არ აღმოაჩინა. ეს კი მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. შემდგომ რობერტ ჰუკის ცნობილმა წიგნმა მიკროფაგიამ პატარა ნივთების საოცარი ილუსტრაციებით დაადასტურა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ახალ ტექნოლოგიას დაკვირვებისთვის. ამას დროდადრო აღმოჩენების დიდი ტალღა მოჰყვა და ისე გამოვიდა, რომ დღეს მარტივად შეგვიძლია დავაკვირდეთ სამყაროს, რომელიც ჩვენი თვალისთვის უხილავია…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ზუგდიდში ვეტერინარული კლინიკა „ვეტჰელსის” განახლებული ფილიალი გაიხსნა

„ზედაზენი“ საქართველოს ნაკრების ქომაგებს გერმანიაშიც ამხნევებს!