in

პირველი “NFT ციფრული სახლი” იყიდება!

მარსის სახლი აღნიშნული “მედიტაციური დიზაინის” პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს

ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა უნიკალური ტოკენებით შექმნილ ციფრულ ნამუშევრებზე – NFT (Non-fungible token). როგორც ჩანს, მისი პოპულარობა და მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. ახლა კი, პირველი “NFT ციფრული სახლი” იყიდება!

არტისტმა კრისტა კიმმა პანდემიის პერიოდში შექმნა ე. წ. “მარსის სახლი”, რომლის სამკურნალო ატმოსფეროს შესაქმნელადაც “ციფრული ძენის ფილოსოფია” გამოიყენა. აღნიშნული პროექტი კიმის “მედიტაციური დიზაინის” პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს. “კორონავირუსის პანდემიის გამოცდილების შემდეგ, რომელმაც ორ თვეში მოიცვა მსოფლიო, მივხვდი, რომ მედიტაცია უნივერსალური საშუალებაა. ის სამომავლო არასტაბილურობასა და სტრესზე რეაგირებაში დაგვეხმარება. ეს გარდაუვალია – ჩვენი მომავალი წლები არასტაბილური და ქაოტური იქნება” – ამბობს ხელოვანი.

ციფრული არქიტექტურული ნამუშევარში ყველაფერია თავმოყრილი, რაც რეალურად სჭირდება სრულყოფილ სახლს. თუმცა აქ ყოველ დეტალს გამჭვირვალე ხასიათი აქვს, რაც შეიძლება, ციფრული სამყაროს გამჭვირვალობასთან დავაკავშიროთ. ფერად გამოსახულებებს თან ერთვის შესაბამისი მუსიკა და მთლიანობაში ნამუშევრის ერთიანი ხასიათი იქმნება – ერთგვარად მისტიკური, მარსის მომავლის სახლი, რომელიც ვულკანური ლანდშაფტით არის მოცული.

ფაილი, რომელიც ახალ მფლობელს შეძენისთანავე გადაეცემა, NFT ბაზარზეა წარმოდგენილი, სახელწოდებით Superrare. შესაძლოა, მკითხველებს შორის მისი მომავალი მფლობელებიც იყვნენ… მანამდე კი უბრალოდ ნახეთ ის, რასაც მომავლის ციფრული სახი ჰქვია.

გიგია აფციაური: „21-ე საუკუნის განძის მაძიებლები ვართ“

ჰიდროპონიკური სისტემა, რომელიც მცენარეების მოსარწყავად წყალს ტუალეტიდან და სარეცხი მანქანებიდან იყენებს