York Holding Group პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც კარიბის ზონაში დეველოპმენტს განახორციელებს. Საინვესტიციო პროექტების სტარტისთვის, YHG-მა და სენტ-კიტსისა და ნევისის პრემიერ მინისტრმა, ტერენს დრიუმ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- იორკ ჰოლდინგ ჯგუფის მიერ ახალი ბრენდის Caribgates-ის (კარიბგეითსი) ჩაშვება;
- საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ფართო-მასშტაბიანი დეველოპერული პროექტების უზრუნველყოფა სენტ-კიტსსა და ნევისში;
- ინვესტიციების მოზიდვა სპარსეთის ყურის, აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა და შუა აზიის სახელმწიფოებიდან;
- ბაზრების ინფორმირება სენტ-კიტსისა და ნევისის ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ;
- საინვესტიციო პოტენციალის განსაზღვრა და პორტფელის დივერსიფიცირება.
“ეს ჩვენი კომპანიის უდიდესი გამარჯვებაა. პირველად საქართველოში მოქმედი საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია ინვესტირებას განახორციელებს კარიბის ზონაში – სენტ-კიტსსა და ნევისში. მადლობას ვუხდით ქვეყნის პრემიერ მინისტრს მხარდაჭერისთვის და მემორანდუმისთვის, რომელიც დღეს გავაფორმეთ. ჩვენი მხარე უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ბიზნესისთვისაც, რადგან საოპერაციო ნაწილი სწორედ ჩვენგან, York Holding Group-ისგან დაინიცირდა. უახლოეს დღეებში ხელს ვაწერთ ასევე ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჰოლდინგი მისი კარიბული ბრენდით Caribgates განავითარებს მსხვილ მულტიფუნქციურ პროექტს სენტ-კიტსსა და ნევისზე” – ამბობს ამრ ალაბვაზი, იორკ ჰოლდინგ ჯგუფის თავმჯდომარე და დამფუძნებელი.
როგორც ჰოლდინგში აცხადებენ, ამჟამად რამდენიმე პროექტი საბოლოო მოლაპარაკებების ფაზაშია. “ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი ზღვისპირა ზონაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო დანიშნულების ქონების შეძენა. ასევე, პრემიუმ ზონის მიწის ნაკვეთები, რომელიც იდეალურია სასტუმრო და სარეკრეაციო პროექტების განვითარებისთვის” – ამბობს ნინო პერტაია, YHG-ის ბიზნესის განვითარების უფროსი ოფიცერი.
სენტ-კიტსი და ნევისი, ასევე ცნობილია, როგორც სენტ-კრისტოფერისა და ნევისის ფედერაცია, არის კუნძულოვანი სახეწლმწიფო კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სახელმწიფო 50 ათასიანი პოპულაციით, მსოფლიოს ქვეყანათა შორის 207-ე ადგილს იკავებს მოსახლეობის რიცხოვნობით. ის შედის ერთა თანამეგობრობაში, რომელშიც გაწევრიანებულია ბრიტანეთის ყველა ყოფილი კოლონია და დომინიონი. Სენტ-კიტსი და ნევისი განთავსებულია ორ – სენტ-კრისტოფერის და ნევისის – კუნძულზე. დედაქალაქი – ბასეტერი.
სენტ-კიტსი და ნევისი, ისევე როგორც კარიბის ზღვის არაერთი სახელმწიფო, ბოლო ათწლეულში განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის შექმნილი პირობების გამო. CBI (Citizenship By Investment) სქემით სახელმწიფო ინვესტორსა და მის ოჯახს, გარკვეული ოდენობის საინვესტიციო აქტივობის სანაცვლოდ, გადასცემს მოაქალაქეობას. სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პასპორტი ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. ამ პასპორტის მფლობელს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ, ან გამარტივებული პროცედურებით შესვლის უფლება აქვს.
“რასაკვირველია, ორმაგი მოქალქეობის მიღება არ არის მარტივი პროცედურა, ვინაიდან, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მიერ დაწესებული მოთხოვნების მიხედვით, ინვესტორი და მისი ოჯახი უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. თუმცა, York Holding Group-ი და მისი პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ ინვესტორებმა მოცემული პროცედურები გამარტივებულად და დაჩქარებულად გაიარონ“– ამბობს დავით ნამგალაძე, YHG-ის კომერციის უფროსი ოფიცერი.
“ჩვენი ახალი ბრენდი კარიბის ზონაში Caribgates, საინვესტიციო თუ საცხოვრებელი ქონების გარდა, Security Clearance სერვისსაც გაუწევს მომხმარებელს ადგილობრივ კონტრაქტორებთან და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი გაყიდვაში უახლოეს კვირებში ჩაეშვება” – ამბობს ოთარ ქირია, YHG-ის მარკეტინგის უფროსი ოფიცერი.
York Towers, რომელიც York Holding Group-ის შვილობილი კომპანიაა, 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჰოლდინგმა უკვე 20-ზე მეტი დეველოპერული პროექტი დაასრულა, რომლითაც 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. პოსტკოვიდურ რთულ დროს კი, 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბათუმში და დღეს, პროექტი Bianca Batumi, ზღვისპირა ზოლის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტად ითვლება. York Towers დღეს ავითარებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა:
York Town – პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი. ეს არის თანამედროვე ტიპის დასახლება ტაბახმელაში, რომელიც შედგება ვილების, თაუნჰაუსებისა და აპარტამენტებისგან.
კომპანიის ერთ-ერთი ამბიციური პროექტია „ახალი სასტუმრო ზონა დუშეთის რაიონში“. პროექტი სახელწოდებით „ბაზალეთი რეზორტ“ უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობაა. Bazaleti Resort მოიცავს სასტუმროების კომპლექსებსა და მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მშენებლობისათვის მზა მდგომარეობაში, ყველა კომუნიკაციით და ნებართვის მისაღებად მზა საჭირო დოკუმენტაციით.
კიდევ ერთი ახალი პროექტია Lisi Perspective, რომელიც უნიკალური ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსია ლისის ტბასთან ახლოს. პროექტი მოიცავს 8 პრემიუმ კლასის ვილას ქალაქის შესანიშნავი ხედებით.
კომპანიას ასევე აქვს სხვა საინტერესო მიმდინარე პროექტები – Lisi View, Mstkheta Resort, DDM და Dighomi Diplomatic.
[პარტნიორის კონტენტი]