in

პირველი რადიო ისტორიაში და მისი განვითარების გზა

რადიომ თავისი მნიშვნელობა და აუცილებლობა არაერთხელ დაამტკიცა — საწყისი ეტაპიდან დღემდე, ციფრული ყოველდღიურობის სამყაროში… მისი მეშვეობით, ნებისმიერი თაობის ადამიანი ღირებულ ინფორმაციას იღებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არავინ იცის, როგორი იქნებოდა სამყარო ამ ტექნოლოგიის გარეშე, თუმცა ფაქტია, კომუნიკაციების საწყისები სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.

“რადიოს” შექმნის ისტორია რადიოტალღების აღმოჩენით იწყება — ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც შეუძლია ჰაერში უხილავად გადასცენ მუსიკა, საუბარი და სხვა მონაცემები. ამ პრინციპით ბევრი მოწყობილობა მუშაობს, მათ შორის რადიოები, მიკროტალღური ღუმელები, უკაბელო ტელეფონები, დისტანციური მართვის სათამაშოები, ტელევიზორები და ა. შ.

რადიოს ფესვები

შოტლანდიელმა ფიზიკოსმა, ჯეიმს კლერკ მაქსველმა, 1860-იან წლებში პირველად იწინასწარმეტყველა რადიოტალღების არსებობა. 1886 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცმა კი აჩვენა, რომ სინათლისა და სითბოს ტალღების მსგავსად, ელექტრული დენის სწრაფი ცვლილებები შესაძლებელია კოსმოსში რადიოტალღების სახით გადაიცეს.

1886 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა მალონ ლუმისმა წარმატებით წარადგინა “უკაბელო ტელეგრაფი”. მისი ნამუშევარი უსადენო საჰაერო კომუნიკაციების პირველი ცნობილი მაგალითი იყო.

თუმცა რადიო კომუნიკაციების შესაძლებლობა საბოლოოდ გულიელმო მარკონიმ დაამტკიცა. 1895 წელს სწორედ მან გაგზავნა და მიიღო პირველი რადიოსიგნალი იტალიაში. უკვე 1899 წელს კი პირველი უკაბელო სიგნალი გადასცა ინგლისის არხზე. ხოლო ორი წლის შემდეგ მიიღო ასობგერა “S”, რომელიც ტელეგრაფით გადაიგზავნა ინგლისიდან ნიუფაუნდლენდში. ეს იყო პირველი წარმატებული ტრანსატლანტიკური რადიოტელეგრაფიული სერვისი.

მარკონის გარდა, მისმა ორმა თანამედროვემ, ნიკოლა ტესლამ და ნათან სტუბლეფილდმაც მიიღეს პატენტები უკაბელო რადიო გადამცემებისთვის. მართალია, თავიდან პატენტი მარკონს მიენიჭა, მაგრამ მოგვიანებით, 1943 წელს უზენაესმა სასამართლომ მისი პატენტი ტესლას სასარგებლოდ გააუქმა…

რადიოტელეგრაფის გამოგონება

რადიოტელეგრაფია მორზეს კოდს იყენებდა, რომელიც ძირითადად, გემებსა და ნაპირებს შორის კომუნიკაციისთვის იყო შემუშავებული. რადიოტელეგრაფიის ეს ფორმა უზრუნველყოფდა მარტივ კომუნიკაციას ორ წერტილს შორის. ხოლო უკაბელო სიგნალის გამოყენება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ეფექტურობა საზღვაო სამაშველო სამუშაოებში დადასტურდა. 1899 წელს აშშ-ის არმიამ უსადენო კავშირი დაამყარა ნიუ-იორკის შუქურასთან. ორი წლის შემდეგ კი საზღვაო ფლოტმა უკაბელო სისტემა მიიღო. ამ დრომდე საზღვაო ძალები კომუნიკაციისთვის ვიზუალურ სიგნალს და მტრედებს იყენებდნენ…

1901 წელს ჰავაის ხუთ კუნძულს შორის დაარსდა რადიოტელეგრაფია. 1905 წელს პორტ-არტურის საზღვაო ბრძოლა რუსეთ-იაპონიის ომში რადიომ აცნობა ხალხს. 1906 წელს აშშ-ის ამინდის ბიურომ ექსპერიმენტი ჩაატარა რადიოტელეგრაფიით ამინდის პროგნოზის სწრაფად გადაცემის მიზნით.

1909 წელს არქტიკულმა მკვლევარმა რობერტ ე. პირიმ გამოაქვეყნა რადიოტელეგრაფი: “მე ვიპოვე პოლუსი”… ერთი წლის შემდეგ მარკონიმ მოაწყო რეგულარული ამერიკულ-ევროპული რადიოტელეგრაფიული სერვისი, რამაც რამდენიმე თვის შემდეგ გაქცეული ბრიტანელი მკვლელის დაკავების საშუალება შექმნა. 1912-ში დაარსდა წყნარი ოკეანის გადამკვეთი პირველი რადიოტელეგრაფიული სერვისი, რომელიც სან-ფრანცისკოს ჰავაის კუნძულებთან აკავშირებდა.

ამავდროულად, საზღვარგარეთული რადიოტელეგრაფიული სერვისი ნელა განვითარდა. ამის მიზეზი კი პირველ რიგში ის იყო, რომ რადიოტელეგრაფის გადამცემი არასტაბილური იყო და ბევრ ხარვეზს იწვევდა… ალექსანდერსონის მაღალი სიხშირის ალტერნატორმა და ლი დე ფორესტის მილმა საბოლოოდ გადაჭრა მრავალი ტექნიკური პრობლემა.

ნამდვილი მაუწყებლობა იწყება

1920-ში KDKA-Pittsburgh-მა ჰარდინგ-კოქსის არჩევნების შედეგები გადმოსცა და ყოველდღიური რადიო გადაცემის სერია დაიწყო… 1927 წელს გაიხსნა კომერციული რადიოტელეფონის სერვისი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას აკავშირებდა. 1935 წელს მსოფლიოში პირველი სატელეფონო ზარი განხორციელდა სადენიანი და რადიო სქემების კომბინაციით.

1933 წელს ედვინ ჰოვარდ არმსტრონგმა გამოიგონა სიხშირის მოდულირებული — ანუ, FM რადიო. FM-მა გააუმჯობესა რადიოს აუდიო სიგნალი, ელექტრული აღჭურვილობისა და დედამიწის ატმოსფეროსგან გამოწვეული სტატიკური ხმაურის კონტროლით. 1936 წლამდე ამერიკის მთელი ტრანსატლანტიკური სატელეფონო სერვისი ინგლისში უნდა გასულიყო. იმავე წელს გაიხსნა პირდაპირი რადიოტელეფონური კავშირი პარიზთან.

1965 წელს, ნიუ-იორკში მდებარე Empire State Building-მა დააინსტალირა მსოფლიოში პირველი Master FM ანტენის სისტემა, რომელიც ცალკეულ FM სადგურებს საშუალებას აძლევდა, ერთი წყაროდან ერთდროულად ემუშავათ.

ავტორი: ქეთია ბელქანია

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახებს სრულად ანახლებს

ნუკა ბილანიშვილი – #პირველისამსახური