ალბათ, ბევრისათვის დისკომფორტს წარმოადგენს მეტროს მატარებლიდან ავტობუსში გადაჯდომა… იქნებ, ზოგიერთ ჩვენგან უფიქრია კიდეც ისეთ ტრანსპორტზე, რომელიც გზებსა და რელსებზე თანაბარი შესაძლებლობებით ივლიდა. ეს ოცნება რეალობად იქცა — ახალი ორმაგი რეჟიმის ავტომობილი (DMV) იაპონიაში 25 დეკემბრიდან ამოქმედდება.
DMV სისტემას, რომელიც 2022 წლიდან მუშავდება, ამჟამად იაპონური კომპანია Asa Coast Railway ხელმძღვანელობს. იგი სამი მანქანისგან შედგება და თითოეული მათგანი მოდიფიცირებული დიზელის ავტობუსს წარმოადგენს, რომელსაც 23 მგზავრის გადაყვანა შეუძლია (მძღოლთან ერთად). ლიანდაგიდან გზაზე გადასვლისას ან პირიქით, მძღოლი სპეციალურ ღილაკს აჭერს და სარკინიგზო ბორბლები ჩვეულებრივით იცვლება.
ამჟამინდელი მარშრუტის ფარგლებში, რომელი ზღვისპირა ტერიტორიას მოიცავს, DMV ორჯერ იცვლის რეჟიმს. რეჟიმის შეცვლის მთლიან პროცესს მხოლოდ 15 წამი სჭირდება. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ტრანსპორტი არა თუ არსებულ, არამედ ახალ ლიანდაგებს გამოიყენებს.
Asa Coast Railway-ის თანახმად, DMV-ის შესაძლებლობამ, გაიაროს თავისი მარშრუტის უმეტესი ნაწილი ლიანდაგზე, იგი გაცილებით ეფექტური უნდა გახადოს როგორც საწვავის, ისე გარემოს ნაკლებად დაბინძურების კუთხით. გარდა ამისა, იგი, შესაძლოა, საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს მიწისძვრის ან სხვა კატასტროფის დროს ხალხის ტრანსპორტირებისთვის.