in

პირველი სასწავლო წელი სტეპ სკოლაში

ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო

სტეპ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლა ახორციელებს საბაზო და საშუალო საფეხურის (მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით) საგანმანათლებლო პროგრამებს, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

სტეპ სკოლა გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, რაც ქმნის განსაკუთრებით საინტერესო გარემოს მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEM საგნებით, კომპიუტერული მეცნიერებებით, სამედიცინო სფეროთი ან ჯანდაცვის მიმართულებით.

სკოლის წარმატება ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. ეს გულისხმობს პროფესიონალი პედაგოგების, თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სინთეზს, რაც ქმნის პოზიტიურ საგანმანათლებლო გარემოს.

მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა

სტეპ სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეების ყოველმხრივ განვითარებას,  ხელს უწყობს მათი ფიზიკური, კოგნიტიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა, ასევე, ქმნის არაფორმალური განათლების ხელშემწყობ გარემოს და მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერასა და წახალისებაზე. ამასთან, სკოლა ხელს უწყობს მშობლების აქტიურ ჩართულობას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

მომავალზე ორიენტირებული ხედვა

სტეპ სკოლის მისიაა, მოამზადოს მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი მოქალაქეები. სკოლის ხედვაა საგანმანათლებლო სივრცეში დაიკავოს ღირსეული ადგილი და წვლილი შეიტანოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების დარგში.

ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და სწავლა-სწავლების ინტერაქციული მიდგომების გამოყენებით, სკოლა მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას, რომლებიც სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის კონკურენტუნარიანნი იქნებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. IT აკადემია STEP, უკვე 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილია განათლებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში.

სტეპ სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო ლაბორატორიებით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერით და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.

დაათვალიერეთ სტეპ სკოლის გარემო და გაეცანით მიღების წესს.

[პარტნიორის კონტენტი]

ოკეანის ბინადრებისთვის წყალი მომწამვლელი ხდება! — მეცნიერები კიდევ ერთი პლანეტარული საზღვრის გარღვევაზე საუბრობენ

მსოფლიოს დასუფთავების დღე კერხერთან ერთად: 7 წელი სუფთა მომავლისთვის!