in

როდის დადგა პირველი „შავი პარასკევი“ ისტორიაში?

2024 წლის შავი პარასკევის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ, მოდით, გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ახლა ისტორიაში პირველ და ყველაზე დიდ შოპინგის დღეზე უნდა გიყვებოდეთ, თუმცა რეალურად შავი პარასკევი დაგვიდგაო, ამაზე სულ არ უთქვამთ. ისტორიულად ეს უფრო ეკონომიკური ვარდნის დღეებს უკავშირდება, ვიდრე კომერციულ წარმატებასა და ფასდაკლებებს…

bog
bog-mob

პირველი შავი პარასკევი 1869 წლის 24 სექტემბერს იყო, როცა Wall Street-ის ფინანსისტებმა ჯეი გულდმა და ჯიმ ფისკმა ნიუ-იორკის ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის მაქსიმალურად დიდი ოდენობა შეიძინეს იმ იმედით, რომ ფასები გაიზრდებოდა და ისინი დიდ ფინანსურ მოგებას ნახავდნენ. თუმცა ამ პროცესში პარასკევს პრეზიდენტ ულის გრანტის ჩარევამ მათი გეგმა გააფუჭა. საფონდო ბირჟა დაეცა და ათასობით ამერიკელი გაკოტრდა, დაწყებული Wall street-ის ბარონებიდან, დამთავრებული ფერმერებით. ასე რომ, ეს დღე ამერიკის საფონდო ბირჟის კრახს აღნიშნავს, როცა მათ, პირდაპირი გაგებით, შავი პარასკევი გაუთენდათ.

ამგვარ გაგებას ებმის მითი, რომლის თანახმადაც 1800-იან წლებში სამხრეთ პლანტაციის მფლობელებს მადლიერების დღის მომდევნო დღეს ფასდაკლებით შეეძლოთ მონების ყიდვა. თუმცა, საბედნიეროდ, აღნიშნულს რეალური ფაქტები არ ამყარებს.

ბევრს სწამს, რომ ტერმინი შავი პარასკევი ბიზნესის ოპერირების კონცეფციიდან მოდის, სადაც წითელი ფერით ზარალს აღნიშნავენ, ხოლო შავით მოგებას. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მთელი წლის მანძილზე ზარალზე მუშაობის შემდეგ მაღაზიები მადლიერების დღესასწაულის მეორე დღეს დიდ მოგებას იღებდნენ, შესაბამისად, უფრო მეტი ჩანაწერი შავი ფერით ჰქონდათ და სწორედ ამიტომ ზეიმობდნენ შავ პარასკევს. ლოგიკურად და საინტერესოდ კი ჟღერს, მაგრამ ოფიციალური ვერსიით ეს სიმართლეს არ შეეფერება.

შავი პარასკევი ამერიკაში მადლიერების მეორე დღეს აღინიშნება, თუ მადლიერების დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათია, შესაბამისად, შავი პარასკევი ნოემბრის ბოლო პარასკევს აღნიშნავს და წლის ყველაზე დატვირთულ დღეს წარმოადგენს. ტერმინოლოგიის უკან არსებული მრავალი ამბიდან, ერთ-ერთი ადრეულ 1950-იანი წლებს უკავშირდება. როგორც ამბობენ, მადლიერების დღის შემდეგ დასაქმებულები იტყუებოდნენ, რომ ავად იყვნენ და სამსახურს აცდენდნენ… 

მეორე ამბავს კი 1960-იან წლებში მივყავართ და მეტად უახლოვდება თანამედროვე ხედვას — ფილადელფიაში პოლიციის ოფიცრებმა ტერმინი იმ ქაოსის აღსაწერად გამოიყენეს, რომელსაც ქალაქში სადღესასწაულო შოპინგის პერიოდში ხალხის შემოდინება იწვევდა. მანქანების ნაკადი და რიგები დიდი თავის ტკივილი იყო პოლიციისთვის, ამიტომაც ამ დღეს შავი პარასკევი უწოდეს. დიახ, შესაძლოა, მათი ინსპირაციაც სწორედ Wall Street-ზე მომხდარი ამბავი ყოფილიყო…

ასე იყო თუ ისე, ფილადელფიაში ტერმინმა შავი პარასკევი ფეხი საკმაოდ კარგად მოიკიდა, თუმცა ქალაქის ვაჭრებს დიდად არ მოსწონდათ ეს სახელი და მის რებრენდინგს დიდი პარასკევის სახელით ეცადნენ. თუმცა წარუმატებელი რომ გამოდგა, ამის მომსწრე თავადაც ხართ…

ამასობაში, იმ პერიოდამდეც მოვედით, როცა ტერმინი შავი პარასკევი ისტორიაში იმ გაგებით ჩაიწერა, როგორსაც დღეს ვიცნობთ. თუმცა ეს ამბავი 1980-იან წლებამდე არ მომხდარა. ზუსტად რა რიცხვი იყო ამას ვერ გეტყვით, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო შავი პარასკევის, როგორც შოპინგის ყველაზე დიდი დღის აღნიშვნა. ბაზარზე ქსელური ბრენდების, მარკეტინგული აქტივობებისა და რეკლამების შედეგად კი კომერციულ დღესასწაულადაც იქცა.

მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თავდაპირველ მნიშვნელობას მაინც გვახსენებს — ათობით ადამიანი გარდაცვლილა რიგში დგომისას თუ შოპინგის დროს მიღებული ცუდი გამოცდილების გამო. ერთხელ ფასდაკლებული ვიდეო თამაშების კონსოლის ყიდვა რომ არ დაესწროთ, ამერიკელმა ახალგაზრდა ქალმა წიწაკის სპრეი გამოიყენა და 10 ადამიანი დააზიანა… ამიტომ, მგონი სჯობს, ნელ-ნელა შავი პარასკევის ძველი მნიშვნელობა დავივიწყოთ და ეს დღე ნამდვილ დღესასწაულს დავამსგავსოთ…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Shein-სა და Temu-სთან კონკურენციის მიზნით, Amazon-მა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოიყვანა

თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება