in

პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი

პირველი არხის ხედვა, ერთი მხრივ,  ქართული პროდუქტის შექმნა და მეორე მხრივ, ხარისხიანი მედიაწარმოების პოპულარიზაციაა

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პირველი არხის საიმიჯო ვიდეორგოლი გამოჩნდა – “პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი“.

დღეს პირველი არხის სტრატეგიის პრეზენტაციაც შედგა, ვიდეოს მსგავსად დოკუმენტი ამბის კონსტრუქციულ თხრობის კონცეფციას ეფუძნება, რომელიც განვითარების და ზრდის წინაპირობაა, პირველი არხის ხედვა კი, ერთი მხრივ,  ქართული პროდუქტის შექმნა და მეორე მხრივ, ხარისხიანი მედიაწარმოების პოპულარიზაციაა.

ჩვენ ვეცადეთ პირველი არხის სტრატეგია ყველასთვის გასაგები ყოფილიყო,  ასევე შევეცადეთ თვალსაჩინო გაგვეხადა ის მიზნები, რაც მაუწყებელს და თითოეულ ჩვენგანს აქვს, გადმოგვეცა ჩვენი  ხედვა და მისწრაფება, რომელიც გვამოძრავებს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენთვის, თქვენთვის,  თითოეულისთვის. ასევე  შევქმენით საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც ფერებით, მუსიკით, ემოციით არის პირველი არხი“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Saatchi&Saatchi Tbilisi-ს გუნდს ქოფირაითერი დავით კილაძე შეუერთდა

ციფრული არხებით გაყიდვები გლობალურ ბაზრებზე