in

მეცნიერებმა დედამიწაზე პირველი წვიმის ნიმუშს კრისტალში მიაგნეს!

თუ ახალ კვლევას დავეყრდნობით, დედამიწის ზედაპირზე მტკნარი წყალი პირველად დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მოხვდა, რაც იმაზე 500 მილიონი წლით ადრეა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ… მკვლევართა ჯგუფმა უძველეს მინერალებში არსებული ჟანგბადის იზოტოპები გამოიყენეს, რათა დაედგინათ, როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენი ახლადშობილი პლანეტის კანზე პირველად სუფთა წყალი.

M2
M2

დასავლეთ ავსტრალიაში არსებული Jack Hills უძველეს მასალას გვთავაზობს, რომელიც დედამიწის ქერქიდან შემოგვინახა. 4.4 მილიარდი წლის მანძილზე ეს პირველყოფილი მინერალები თითქმის უცვლელი რჩებოდა სითბოსა და წნევის გამო. მართალია, დღეს მშრალ, წითელ და მტვრიან ადგილს ბევრი წყალი არ აქვს, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც დედამიწაზე უძველესი წვიმების შესახებ მიგვითითებს. ცირკონის კრისტალში იმალება და დიდად ცვლის ჩვენს აზრებს პლანეტის ჰიდროლოგიური წარსულის შესახებ.

ჟანგბადის იზოტოპებსა და ასაკზე დაკვირვებით მინერალური ცირკონის მცირე კრისტალებში ჩვენ ვიპოვეთ უჩვეულოდ ნათელი იზოტოპიური მახასიათებლები, რომლებიც 4 მილიარდი წლით შეგვიძლია დავათარიღოთ, — აცხადებს ჰამედ გამალელდიენი, კვლევის წამყვანი ავტორი.

მკვლევრებმა ცირკონის უფრო მოზრდილი მარცვლების გასაანალიზებლად ე. წ. მეორადი იონური მასის სპექტრომეტრია გამოიყენეს და დაასკვნეს, რომელი ჟანგბადის იზოტოპები იყო წარმოდგენილი მაგმაში, რომელშიც კრისტალები ჩამოყალიბდა. როგორც ამბობენ, Jack Hills-ის ცირკონებს ექსტრემალური იზოტოპიური სინათლის შემადგენლობა აქვს, რომლის ჩამოყალიბება მხოლოდ მანტიის ქვეშ მტკნარ წყალთან ყოფნის შედეგად თუ იქნებოდა შესაძლებელი, უფრო ზუსტად ე. წ. მეტეოროლოგიურ წყალთან, რომელიც ციდან სულ ახლახან დაეცა. 

ამგვარად, კრისტალებში მოქცეული ნიმუში, შესაძლოა, დედამიწაზე არსებული პირველი წვიმების მტკიცებულებას წარმოადგენდეს, რომელმაც მის ახლადგამყარებულ ქერქში შეაღწია.

დედამიწის სიღრმეში არსებული მტკნარი წყლის მტკიცებულება გამოწვევის წინაშე აყენებს არსებულ თეორიას იმის შესახებ, რომ ჩვენი პლანეტა 4 მილიარდი წლის წინ ოკეანეებით იყო დაფარული… ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს არამარტო დედამიწის ადრეულ ისტორიას, არამედ გვთავაზობს, რომ მტკნარმა წყალმა შექმნა საფუძველი სიცოცხლის დაბადებისთვის შედარებით მოკლე დროში, 600 მილიონ წელზე ნაკლებში, მას შემდეგ, რაც პლანეტა ჩამოყალიბდა, — განმარტავენ მკვლევრები.

სპეციალური შეთავაზება თიბისის მომხმარებლებს Tbilisi Open Air 2024-ზე მოსახვედრად

აი, როგორია გაზაფხულის ღვინის ეტიკეტი