in

როგორ აიხდინა 60 წლის ინჟინერმა კოსმოსში გაფრენის ოცნება?

რაზე ოცნებობთ? ან რა გჭირდებათ მის ასახდენად? აი, მაგალითად დენის ტიტოს 40 წელი დასჭირდა კოსმოსში გასაფრენად და კიდევ 20 მილიონი დოლარი… თუ ფიქრობთ, რომ ამ თანხით ნებისმიერი რამის ახდენა შეიძლება, ნამდვილად ცდებით, რადგან NASA უარს ამბობდა მის გადამზადებაზე და არც მოქალაქის კოსმოსში წაყვანის იდეა ხიბლავდა… თუმცა მაინც მოახერხა ეს და როგორც ამბობს, ოცნების ასახდენად უკანასკნელი თეთრის გადახდაც რომ დასჭირვებოდა, არც ამას დაიშურებდა — სრულყოფილების შეგრძნება იყო და ვფიქრობ, ამის გამო ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი ვარ, ყველაზე რთული კი ამ გამოცდილებაში ნასას დათანხმება კი არა, დედამიწაზე დაბრუნება აღმოჩნდა… 

M2
M2

თუმცა ეს უბრალოდ ბავშვობის ახირება არ გეგონოთ, ტიტო დიდად იყო დაინტერესებული ასტრონომიითა და აერონავტიკით, განათლებაც ამ კუთხით მიიღო და 23 წლის ასაკში ნასას Jet Propulsion Laboratory-ის ინჟინერი გახდა. შემდგომში Wilshire Associates-იც დააარსა, რომელიც ინვესტიციების მენეჯმენტის, კონსულტაციისა და ტექნოლოგიური სერვისების მიწოდებაზე ზრუნავს. მას წვლილი მიუძღვის რაოდენობრივი ანალიზის სფეროს განვითარებაშიც… და მიუხედავად მისი კარიერული წარმატებისა, არასდროს დავიწყებია კოსმოსში მოგზაურობის ოცნება. 

დიახ, საკმაოდ ამბიციური მიზანი ჰქონდა — მაშინ, როცა კოსმოსში მხოლოდ გამოცდილ ასტრონავტებს გზავნიდნენ და ჩვეულებრივ ადამიანს იქ არასდროს დაედგა ფეხი, 60 წლის დენის ტიტომ დედამიწის მიღმა გასვლა მოინდომა… ამაში არც ასაკი უწყობდა ხელს და არც ფიზიკური მზაობა, თუმცა ფაქტია, რომ ეს მოახერხა და 2001 წლის 28 აპრილს ISS-ისკენ გაემგზავრა. ასე კოსმოსის პირველი ტურისტის სტატუსიც მოიპოვა

ჩვენ კოსმოსში მივდიოდით და ვფიქრობდით არაფერზე, მისიის წარმატების გარდა. ამგვარად, არანაირი შიში არსებობდა, უბრალოდ ძალიან კარგი, ეიფორიული შეგრძნება იყო, რომ საბოლოოდ ეს დღე დადგა… როცა მარჯვნივ გავიხედე, კოსმოსის სიბნელე და დედამიწა დავინახე, ეს უბრალოდ საოცრებაა… ხშირად ცხოვრების მთავარ მიზანს ნელა ვაღწევთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ზუსტ დროს მოხდა“, — აცხადებს ტიტო.

MirCorp-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში ტიტო რუსეთის ფედერალურმა კოსმოსურმა სააგენტომ კომერციული კოსმოსური ფრენის ერთ-ერთ კანდიდატად მიიღო. თუმცა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ნასაში მის წაყვანასა თუ მომზადებაზე უარს აცხადებდნენ… მოგვიანებით კი, კოსმოსის ტურისტულ კომპანია Space Adventures-თან შეთანხმებით Soyuz TM-32-ის მისიას შეუერთდა — ტიტომ სხვა კოსმონავტებთან ერთად კოსმოსში 7 დღე, 22 საათი და 4 წუთი გაატარა. იმასაც ამბობენ, რომ მან იქ რამდენიმე მეცნიერული ექსპერიმენტიც ჩაატარა… 

სადგურზე 3 ეკიპაჟის წევრი დახვდათ, რომლებიც იქ დაახლოებით 2 თვის მანძილზე იყვნენ და როგორც ტიტო ამბობს, გულღია მასპინძლებიც აღმოჩნდნენ. თუმცა შთაბეჭდილებები ამით არ მთავრდება: 

„ორი ხედი გვქონდა, ერთი, რომელიც დედამიწას გადაჰყურებდა და მეორე, დედამიწის კიდეებს. ერთიდან მეორისკენ ვინაცვლებდი და 45 წუთის უმეტესობას ან ხედების გადაღებაში ვხარჯავდი, ან უბრალო ვიჯექი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ოპერას და ვტკბებოდი ამ გამოცდილებით. სურათები იმდენად ცხადად არის ჩემს გონებაში, რომ ყოველ დღე შემიძლია, ამით ვისიამოვნო. ყველაზე მეტად კი იმედი იმან გამიცრუა, რომ 8 დღის შემდეგ დედამიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი, იქ თვეებიც კი გავჩერდებოდი“, — აცხადებს ტიტო, BBC-სთან საუბრისას.

შესაძლოა, ამ ამბავს საოცარიც ვუწოდოთ, მაგრამ მთავარია, ტიტომ სურვილი ჩაიფიქროს… გაფრენიდან 21 წლის შემდეგ ვიგებთ, რომ SpaceX კოსმოსის პირველ ტურისტს მთვარის გარშემო ამოგზაურებს! თანაც ამბობენ, რომ კოსმოსში პირველად მოხვედრის შემდეგ, მთვარე დენისის მთავარი სამიზნე გახდა, ახლა კი SpaceX მას ცოლთან ერთად ამოგზაურებს… კოსმოსური კოსტიუმიდან გამოვედით და უწონადობის გამოცდაც შევძელით, ეს მართლაც არაჩვეულებრივი იყო, დაუვიწყარი შეგრძნება, რომელიც თითქოს ფრენას ჰგავდა , როგორც აღმოჩნდა, ტიტოს ამის შანსი კვლავ მიეცემა…

და რა ღირს დღეს კოსმოსში გაფრენა? მართალია, დენისს ოცნების ასახდენად 20 მილიონი დოლარი დასჭირდა, მაგრამ როგორც თავადვე ვარაუდობდა, ეს შედარებით ხელმისაწვდომი გახდა… ჩვენც ამ რეალობის წინაშე ვართ — დღეს Virgin Galactic კოსმოსში მოგზაურობის ბილეთს 450 000 დოლარად ყიდის, კონკურენტების სახით კი მას SpaceX, Boeing Starliner, Blue Origin, Orion Span და თავად ISS ჰყავს.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

#სადანროგორ გავერთოთ 28-30 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

Pepsi-ის „დამალული ლოგოების“ კამპანია