in

სავარაუდოდ, მეცნიერებმა პირველი ვარსკვლავების შესახებ მტკიცებულებას მიაგნეს

შესაძლოა, პირველი ვარსკვლავები მაშინ გამოჩნდა, როცა სამყარო მხოლოდ 100 მილიონი წლის იყო ან მისი ამჟამინდელი ასაკის 1%-ზე ნაკლების… მას შემდეგ სივრცის სწრაფად გაფართოებამ მათი შუქი დავიწყებას მისცა, რის გამოც ვარსკვლავების არსებობის შესახებ მინიშნებების ძებნა ჩვენს სახლთან ახლოს მყოფ კოსმოსურ წყაროებში დავიწყეთ. 

M2
M2

შორეული ციური სხეულის ღრუბლებიდან გამოსული შუქის გაანალიზებით მკვლევრებმა ავსტრალიიდან და აშშ-დან მძიმე ელემენტების გამორჩეული ნაზავი აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ერთი წყაროდან მომდინარეობს და ეს პირველი თაობის ვარსკვლავის კოლოსალური სუპერნოვაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ვარსკვლავი, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ, პირველ ან მეორე პოპულაციაში კლასიფიცირდება. ეს კი, თავის მხრივ, მათ ასაკზეა დამოკიდებული. პირველი პოპულაციის ვარსკვლავები უფრო ახალგაზრდაა და უფრო მძიმე ელემენტებსაც შეიცავს, მეორე პოპულაციის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. 

ხოლო ყველაზე ადრეულ ვარსკვლავებს მესამე პოპულაციას მიაკუთვნებენ, აქ უძველესი ვარსკვლავები იგულისხმება, მათი არსებობა კოსმოსურ დისტანციებს ემთხვევა, რაც ტექნოლოგიების მიღმაც კი მიდის. თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ თეორიის შემუშავება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ისინი. 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრეული ვარსკვლავები სუპერ ცხელი, კაშკაშა და მასიური იყო იმდენად, რომ შესაძლოა, იგი ჩვენს მზის მასას 100-ჯერ აღემატებოდეს. ლითიუმზე მძიმე ელემენტების წარმოქმნის მძლავრი კოსმოსური მოვლენების ისტორიის გარეშე კი, მესამე თაობის ვარსკვლავები უმარტივესი აირებისგან უნდა შემდგარიყო. მაშინ სამყაროში წყალბადი, ჰელიუმი და ცოტა ლითიუმი არსებობდა, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილ აირში აღმოაჩინეს. ხოლო მძიმე ელემენტები მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვარსკვლავმა შეჯახება განიცადა. 

ამ პირველმა ვარსკვლავებმა, სავარაუდოდ, თავიანთი სიცოცხლე წყვილი არასტაბილური სუპერნოვებით დაასრულა, რომელთა თეორიული ტიპი მხოლოდ მასიურ ვარსკვლავებში შეიძლება არსებობდეს. სხვა სუპერნოვებისგან განსხვავებით კი, იგი ვარსკვლავურ ნარჩენებს არ დატოვებს, იქნება ეს ნეიტრონული ვარსკვლავი თუ შავი ხვრელი. თუმცა ამის ნაცვლად, გარედან ღრუბელში ყველაფერს ააფეთქებს…

ამ აფეთქებამ, თავის მხრივ, შესაძლოა, უძველესი ვარსკვლავთშორისი სივრცის არსებობას დაუდო საფუძველი, თანაც, მძიმე ელემენტებით, რომლებიც ჩვენი მსგავსი კლდოვანი სამყაროების ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო და რამაც სიცოცხლეს ის სახე მისცა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

ასტრონავტები ფიქრობენ, რომ მეგააფეთქებების შუქი შორს ჩაიკარგა და დატოვა იმაზე ცოტა უფრო მეტი, ვიდრე დიფუზური ღრუბელია, რომელიც ელემენტების კომპლექსურ ნაზავს შეიცავს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს ნაზავი რაღაც ახლად გარდაიქმნას… ვარსკვლავური მტვრის ასეთი კონცენტრაციის ნიშნების საპოვნელად კი, კვლევის ავტორებმა ერთ-ერთი ყველაზე შორეული ობიექტიდან ინფრაწითელი სპექტროგრაფის მონაცემები გამოიყენეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სინათლე კოსმოსში 13.1 მილიარდი წელი არსებობდა მანამ, სანამ დედამიწას მიაღწევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შორეულ მანათობელ სხეულს ვხედავთ ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა სამყარო მხოლოდ 700 მილიონი წლის იყო. 

თუმცა კვლევის ავტორებს თუ დავუჯერებთ, ასტრონომიულ სპექტრში ხაზების სინათლე, შესაძლოა, სხვა ფაქტორებზეც იყოს დამოკიდებული, რაც კონკრეტული ელემენტების იდენტიფიცირების მცდელობებს გაართულეს. მაგრამ გამოსავალი მეცნიერებმა იუზურუ იოშიიმ და ჰიროაკი სამეშიმამ იპოვეს — კონკრეტული მეთოდი ელემენტების გავრცელების შესაფასებლად ტალღის სიგრძის ინტენსივობის გამოყენებას მიმართავს, რაც მკვლევართა ჯგუფს შორეული მანათობელი ციური სხეულის გარშემო არსებული ღრუბლების ანალიზის საშუალებას აძლევს. 

ანალიზმა ღრუბლებში მაგნიუმისა და რკინის უცნაურად დაბალი თანაფარდობაც კი გამოავლინა, რომელიც ჩვენს მზესთან შედარებით, მაგნიუმზე 10-ჯერ მეტ რკინას შეიცავს. აქ კი მკვლევრები ამბობენ, რომ კონკრეტული მინიშნება გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პირველი თაობის ვარსკვლავის კატაკლიზმური აფეთქების მასალა.

„ჩემთვის აშკარა იყო, რომ სუპერნოვას კანდიდატი III პოპულაციის ვარსკვლავის წყვილი არასტაბილური სუპერნოვა იქნებოდა, რომელშიც მთლიანი ვარსკვლავი ნარჩენების გარეშე აფეთქდა“, — ამბობს იუზურუ იოში, კვლევის თანაავტორი. 

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა პირველია მათ შორის, რომელიც ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს. ხოლო თუ ისინი მართლები არიან, მალე, შესაძლოა, უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მატერია სამყაროში. 

“ჩვენ გვაქვს გზა და ახლა ვიცით, რა უნდა ვეძებოთ. თუ ეს ადრეულ სამყაროში ადგილობრივად მოხდა, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ ჩვენ უნდა მოველოდოთ, რომ ამის მტკიცებულებასაც ვიპოვით“, — აცხადებს ტიმოთი ბიერსი, კვლევის თანაავტორი

Pinterest-ისა და Headspace-ის თანამშრომლობა ხელოვანების მენტალურ ჯანმრთელობას უჭერს მხარს

ნახეთ: უცხოპლანეტელებით შთაგონებული კომპიუტერის ქეისი