როგორც ჩანს, ადრე სამყაროც სრულიად განსხვავებული ყოფილა… სულ ახლახან ასტრონომებმა ადრეული კოსმოსის კომპლექსურ ფიზიკას მოჰფინეს ნათელი, რამაც სუპერმასიური ვარსკვლავების განვითარებამდეც კი მიგვიყვანა. სწორად მიხვდით, იმ ვარსკვლავებს ვგულისხმობთ, რომლებიც მზის მასაზე 100 000-ჯერ მეტს იწონის.
თუმცა ჯერ არ არსებობს სამყაროში პირველი ვარსკვლავების ჩამოყალიბების დაკვირვებები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ ზუსტად მაშინ მოხდა, როცა კოსმოსი სულ რამდენიმე ასეული მილიონი წლის იყო. ამ ყველაფრის უკეთ გასარკვევად კი მეცნიერებმა ახლა კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართეს. იმისათვის, რომ გაეგოთ, როგორ ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები, იგი არსებულ მოდელებზე გამოცადეს.
თანაც, უკვე დიდი ხანია, რაც ასტრონომებს ერთი კითხვა აწუხებთ: „როგორი იყო პირველი ვარსკვლავების ზომა?“ ზოგიერთი ვარაუდით, ეს იმაზე ასჯერ მასიური უნდა ყოფილიყო, ვიდრე მზე, თუმცა ბოლოდროინდელი სიმულაციები გვთავაზობს, რომ მას მეტად ნორმალური ზომები უნდა ჰქონოდა.
ახლა კი მეცნიერები სიმულაციების ახალი რაუნდით გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სიმულაციებში ისინი აკვირდებოდნენ ფენომენს, რომელიც ცივი აკრეაციის სახელით არის ცნობილი — დიდი ვარსკვლავების მისაღებად თქვენ გჭირდებათ უამრავი მასალის სწრაფად გადატანა პატარა სივრცეში. მეტიც, ეს მატერიის ტემპერატურის გაზრდის გარეშე უნდა გააკეთოთ, რადგან თბილი მასალა დაშლის პროცესს აფერხებს…
მანამე ჩატარებული სიმულაციებით კი ადრეულ გალაქტიკებში მკვრივი სივრცეების არსებობის შესახებ მოგვიყვნენ, რომლებიც რადიაციისგან დაცლის შემდგომ მარტივად ცივდებოდა, თუმცა მათ არ ჰქონდათ საკმარისი გარჩევადობა იმისათვის, რომ შემდგომ პროცესებს დაჰკვირვებოდნენ. ახალი კვლევა კი ამას შესაძლებელს ხდის.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ სიცივის დიდი ნაკადები, ანუ მყარი მატერია შეიძლება აკრეაციულ დისკს შეეჯახოს, რომელიც მატერიის გიგანტური მასების ცენტრშია მოთავსებული. დარტყმის ტალღა გაზების დესტაბილიზებას მოახდენს და მატერიის მყარი ნაწილების რღვევას დაიწყებს. ეს მკვრივი ნაწილები კი ათასი ტონით მასიური შეიძლება იყოს მზეზე და ზოგიერთ შემთხვევაში 100 000-ჯერ მეტიც კი. იმის გამო, რომ არაფერია, რაც მათ ხელს შეუშლის აფეთქებაში, ისინი მყისიერად აყალიბებენ გიგანტურ ვარსკვლავებს, რომლებსაც სუპერმასიურ ვარსკვლავებს ვუწოდებთ ხოლმე.
მიუხედავად არსებული მონაცემებისა, ასტრონომებმა ჯერ დანამდვილებით მაინც არ იციან, რამდენად ჩამოყალიბდა სუპერვარსკვლავები ადრეულ სამყაროში… თუმცა იმედოვნებენ, რომ ამის გარკვევაში ჯეიმს ვების ტელესკოპი დაეხმარებათ.