in

რა კავშირი აქვს Apple-ს Wi-Fi-ის განვითარებასთან?

თუ დავაკვირდებით, თავდაპირველი საკომუნიკაციო ქსელები თავისი არსით Wi-Fi-ის მსგავსი იყო, იმ პერიოდს ვგულისხმობთ, ერთმანეთს კვამლით, სინათლითა და ცეცხლით რომ მიანიშნებდნენ… ამიტომ, ინფორმაციის უკაბელოდ გადაცემის პირველ მაგალითად, ალბათ, ჯერ ეს უნდა ჩავთვალოთ და შემდგომ Wi-Fi. ამას კი წინ მეოცე საუკუნის ბოლოს ინტერნეტის განვითარება უძღოდა, როცა კომპიუტერებს კაბელებით ერთმანეთთან დაჰკავშირებისა და კომუნიკაციის საშუალება მიეცა. მართალია, ესეც თავიდან დიდი, ოთახისხელა კალკურატორებით დაიწყო, მაგრამ ადამიანები რომ ევოლუციას განვიცდით, ეს გარე სამყაროსაც დავატყვეთ, კომპიუტერებიც დავაპატარავეთ და კავშირისთვის კაბელებიც გამოუსადეგრად ვაქციეთ. 

ამგვარად, ახლა მოდით, Wi-Fi-ზე ვისაუბროთ — უსადენო კავშირის დამყარების ტექნოლოგიაა, რომელიც ე. წ. სანტიმეტრული ტალღების სიხშირეებს იყენებს. პროცესში უკაბელო გადამცემები და რადიოსიგნალებია ჩართული. ხოლო მას შემდეგ, რაც გადამცემი მიიღებს ინტერნეტიდან მონაცემებს, მას რადიოსიგნალად გარდაქმნის, რომლის მიღება და წაკითხვაც უკვე WiFi-ზე მომუშავე მოწყობილობებს შეეძლება. ამის შემდგომ კი უკვე ინფორმაციის გაცვლა ხდება გადამცემსა და მოწყობილობას შორის. 

თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ამას განვითარების დიდი გზა უძღოდა წინ… დეტალებით რომ არ გადაგტვირთოთ, ამ ამბის მოყოლას პირდაპირ 1997 წლიდან დავიწყებთ, როცა პირველი WiFi სტანდარტი დაამკვიდრეს — IEEE 802.11 განსაზღვრავდა, როგორ უნდა დაკავშირებოდა ერთმანეთს უსადენო მოწყობილობები. ეს საფუძვლად დაედო IEEE802.11-ის შექმნას, რაც უკვე სტანდარტების ერთობლიობაა, რომელიც უკაბელო ლოკალური ქსელების (WLAN) კომუნიკაციას განსაზღვრავდა.

სწორედ ამ ნაბიჯების შემდგომ შემოგვთავაზეს WiFi-ისთვის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, წამში 2 მეგაბაიტი მონაცემები მოწყობილობებს შორის უსადენოდ გადაგვეტანა. აი, ამან კი უკვე, თავის მხრივ, ე. წ. როუტერებამდე მიგვიყვანა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, IEEE 802.11-ს შეესაბამებოდა და 1999 წელს სახლში გამოსაყენებლადაც ვარგისი იყო. 

თუმცა, როგორც ვიგებთ, ადრეული 802.11 პროდუქტები თავსებადობის პრობლემებს განიცდიდა, რადგან Institute of Electrical and Electronics Engineers-ს (IEEE) არ გააჩნდა სატესტო აღჭურვილობა იმისათვის, რომ ენახვა, რამდენად შეესაბამებოდა იგი არსებულ სტანდარტებს. თუმცა უკვე 1999 წელს უფრო მაღალსიჩქარიანი ვარიანტის პიონერებმა ეს მოახერხეს, Wireless Ethernet Compatibility Alliance-იც (WECA) ჩამოაყალიბეს და ახალ ტექნოლოგიას Wi-Fi უწოდეს. სწორედ ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა იყო ტესტირება, პროდუქტების თავსებადობის სერტიფიცირება და ტექნოლოგიის პოპულარიზაცია. დღეს კი Wi-Fi Alliance-ის სახელით ოპერირებს.

და რა შუაშია აქ Apple? სწორედ მაშინ ჩაერთო თამაშში, როცა როუტერების სახლში გამოყენება დაიწყეს და მომხმარებლებს შესთავაზეს ის, რასაც მოგვიანებით AirPort უწოდეს — 1999 წელს iBook სერიის ლეპტოპები ჩაუშვეს, რომელიც პირველ მასობრივ სამომხმარებლო პროდუქტს წარმოადგენდა და მომხმარებელს Wi-Fi-სთან დაკავშირებასაც სთავაზობდა. როგორც ვიგებთ, ამ დროს უკვე ახალი სტანდარტიც დანერგილი იყო 802.11b-ს სახით, რომელსაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 11 მეგაპიქსელამდე აჰყავდა. ასე კი Apple-მა აღნიშნული ტექნოლოგია მეტად პოპულარული გახადა და მის დანერგვასაც შეუწყო ხელი…

ახალი ალიანსის წევრებმა იცოდნენ, რომ ამ პროცესში იმაზე უფრო მიმზიდველი სახელი სჭირდებოდათ, ვიდრე IEEE 802.11b იყო, ამიტომ ბრენდინგის კონსულტანტები დაიქირავეს. სწორედ მათ ეკუთვნით სახელი Wi-Fi. როგორც ვიგებთ, მუსიკიდან აიღეს, რომელშიც hi-fi ჟღერდა… მართალია, ზოგიერთი წყარო გვეუბნება, რომ Wireless Fidelity-ის აკრონიმია, მაგრამ ზოგიც საპირისპიროს ამტკიცებს. თუმცა სახელზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მისი პირდაპირი განმარტებაა, რომ იგი 1997 წლიდან დღემდე უსადენო ერთგულებასგვთავაზობს.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორ შეიქმნა ვიდეორგოლი extra.ge-ზე არსებული 150,000 პროდუქტის ფოტოებით

„თეგეტა ჰოლდინგი“ განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის, TechXplore-ის პარტნიორია