in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ანანო მარცვალაძე

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

ანანო მარცვალაძე, HOLMES & WATSON-ის გრაფიკული დიზაინერი: გია ბოხუას სტუდიაში მუშაობის დროს დიდ დროს ვხარჯავდი დიზაინერული უნარების განვითარებაზე. გიას რჩევა იყო, რაც შეიძლება მეტი დრო დაგვეხარჯა დიზაინის კეთებაზე, გვემუშავა ფრილანსერად და აგვეღო დამატებით კერძო შეკვეთები. ეს ხელს უწყობდა ჩემს სწრაფ და ეფექტიან ზრდასა და განვითარებას. დავიწყე ჩემი ნამუშევრების dribbble.com-ზე ატვირთვა. დროთა განმავლობაში, დაგროვდა ნამუშევრები და შეიქმნა ჩემი პირადი პორტფოლიო. მალევე მივიღე პირველი შეკვეთა, რომელშიც ფული გადამიხადეს. ჩემი მეგობრის რეკომენდაციით, ვიმუშავე დეველოპერული კომპანია TbiliSea Resort-ის ლოგოზე. კლიენტს მოეწონა ნამუშევარი და პროექტმაც სასიამოვნოდ და უპრობლემოდ ჩაიარა.

ლოგო სამი კომპონენტისგან შედგებოდა: ბუნება (მთა და ლანდშაფტი), ზღვა, სანაპირო. ეს სამი კომპონენტი გავაერთიანე ერთ სიმბოლოში, რომელიც სახლების ფორმას ქმნის. ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებ ჩემს პირველ შეკვეთას:

“ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე” – მედეა ტაბატაძე

Xplore – ქართველი სტუდენტების აპლიკაცია ლაშქრობის მოყვარულებს!