in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ბუბა რადიანი

ბუბა რადიანი, სააგენტო Kollektiv-ის დამფუძნებელი: პირველი დანახული კადრი, პირველი შეხება, პირველი ნაბიჯი, პირველი წარმოთქმული ასო ან სიტყვა, პირველი კლასი, პირველი სიყვარული, – ეს ჩამონათვალი შესაძლებელია უსასრულობამდე გაგრძელდეს, პირველი ხომ ყოველთვის ყველაფერი განსაკუთრებულია და კიდევ უფრო განსაკუთრებული, როდესაც შენს საყვარელ საქმიანობას და სფეროს ეხება, თუმცა ჩემ შემთხვევაში რამდენიმე პირველი ნამუშევარი იყო.

სამხატვრო აკადემია ის ადგილია, სადაც ჩემი პირველი, ასე თუ ისე, “სერიოზული” ნამუშევარი (ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის ასე ჩანდა) შევქმენი. ეს იყო პლაკატი, რომელიც გაეროს მიერ ორგანიზებული ანტინარკომანიული კონკურსისთვის გავაკეთე და გავიმარჯვე. იმ დროისთვის კარგად ვერ ვფლობდი პროგრამებს და ყველანაირ ხერხს ვიხმარდი სასურველი შედეგის მისაღწევად – ფოტოს გადაღება, შემდეგ მისი დასკანირება, ხელით ზემოდან გადახატვა და ა.შ.

შემდეგ პირველი ნამუშევარი პირველ სამსახურში – პლაკატი სუპერმარკეტების ქსელ “პოპულისთვის”.

პირველი ნამუშევარი პირველ დამოუკიდებლად წამოწყებული საქმეში ABK Graphics-ში გაკეთებული საახალწლო მისალოცი.

პირველი საკურსო ნამუშევარი ინგლისში სწავლის დროს და რაღათქმაუნდა პირველი ნამუშევარი ლონდონში – კომპანია LBD – ში სადაც დიზაინერათ ვმუშაობდი, დღესაც კარგად მახსოვს როგორ მოვიდა ჩემთან კომპანიის კრეატიული დირექტორი და მითხრა რომ ჩემი ნამუშევარი დამკვეთმა მოიწონა და სულ მალე იგი მთელი ქვეყნის მაშტაბით სუპერმარკეტების ქსელ Tesco-ში გაიყიდებოდა ყველანაირად შევეცადე, რომ ჩემი აღფრთოვანება არ გამომეხატა ზედმეტად ჩვეულებრივად მივიღე, თუმცა სამსახურიდან გამოსვლისთანავე სათითაოდ ვურეკავდი ჩემს ოჯახის წევრებს და ვუყვებოდი, რომ Rustlers-ის (მზა სენდვიჩებისა და ჰამბურგერების მწარმოებელი კომპანია) შეფუთვა ჩემი დიზაინით ქვეყნის ყველაზე დიდი სუპერმარკეტის ქსელში გაიყიდებოდა. დღეს, ეს დიზაინი ჩემში დიდ აღფრთოვანებას აღარ იწვევს, თუმცა რაც მთავარია, იმ დროისთვის მიზანი მიღწეული იყო.

მამების თასი – საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისთვის

Samsung Galaxy Note 8 – #შექმენიბევრადმეტი