in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ჰიუ ჩარლზ ანდერსონი

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

ჰიუ ჩარლზ ანდერსონი (რეზი ხვთისიაშვილი): “პირველად  გრაფიკული დიზაინით მაშინ დავინტერესდი, როცა დიდი ხნის წინ, ტარანტინოს „KILL BILL” ვნახე. ინტერესი კოსტიუმებმა, საერთო ესთეტიკამ და ფილმის საოცარმა მინიმალისტურმა პოსტერმა გამოიწვია. მაშინ მომინდა პირველად, რომ მეც შემექმნა ამ ფილმისთვის პოსტერი, რამე ისეთივე დიდებული, როგორიც უმა თურმანია ან ლუსი ლუ, მაგრამ მალევე დავეშვი მიწაზე და გავაცნობიერე, რომ Adobe-ის არაცერთ პროგრამას არ ვფლობდი და Paint-ით კი ვერაფერს გავხდებოდი. საწყენია.

ამ პერიოდიდან მალევე გამოჩნდა ერთი სახელმწიფო კოლეჯი, რომელიც ახალ მოსწავლეებს ელოდა და დიდ პერსპექტივასა და წინსვლას პირდებოდა მომავალში. მეც ავდექი, შევიტანე საბუთები „საგამომცემლო საქმის ტექნიკურ დიზანზე“ და ჩავირიცხე კიდეც. სწორედ იქ დავეუფლე ფოტოშოპსა და ილუსტრატორს უკარგესი ლექტორის დამსახურებით, რომელმაც ბიძგი და სტიმული მომცა, თუმცა იქაურ ჩარჩოებში მოქცეულ გარემოსა და შემოქმედებითად შეზღუდულ სტილს ფეხი ვერ ავუწყე და მალევე დამოუკიდებლად განვაგრძე განვითარება.

ასე შევქმენი ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი: ფრაზა მარგარეტ ეტვუდის რომანიდან „ბრმა მკვლელი“ ბაუჰაუსის სტილში.”

მთელი საქართველოს ბანკი! – BOG-ის ახალი დაპირება და უნიკალური ონლაინ პლატფორმა

„ლიბერთი ბანკს“ ახალი იდენტობა აქვს! გათანამედროვებული ბრენდი საბანკო ბაზარზე