in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ირაკლი დოლიძე

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

ირაკლი დოლიძე, ABK, უფროსი გრაფიკული დიზაინერი: “ძალიან მიყვარს სპორტი, სწორედ ამიტომაც პირველი ნამუშევარი ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო ჩემი საყვარელი კალათბურთელის, დენის როდმანის კარიკატურა, რომელიც Paint-ში დავხატე.

ჩემი პირველი გრაფიკული ნამუშევარი, რომლის სანაცვლოდ ანაზღაურება ავიღე, იყო საინფორმაციო ფლაერი სუპერმარკეტების ქსელ “პოპულისთვის”.

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, დავიწყე მუშაობა სარეკლამო კომპანია Emotion-ში. ეს იყო ადგილი, სადაც ბევრმა გრაფიკულმა დიზაინერმა და არტ დირექტორმა სტარტი აიღო. Emotion-ში გატარებული 2 წლის შემდეგ საბერძნეთში ვცხოვრობდი, სადაც ძირითადად ხატვით ვიყავი დაკავებული. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, უკვე 4 წელია, რაც ABK-ს Senior Graphic Designer ვარ. ამ დროის განმავლობაში, ბევრ კარგ პროექტზე მომიწია მუშაობა. მათი მეშვეობით უზარმაზარი გამოცდილება დავაგროვე და ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი.”

Zoom – ონლაინ ფოტობეჭდვის სერვისი, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობასა თუ სოციალურ ქსელს უკავშირდება

გასული საუკუნეების შედევრები თანამედროვე აქცენტებით – ELLE-ის ორიგინალური კამპანია