in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ირაკლი თოიძე

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც ვითარდები, ყველაზე ამაღელვებელია და ერთგვარი ბიძგია ახალი შესაძლებლობებისთვის. სწორედ #პირველინამუშევარი შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

ირაკლი თოიძე, გრაფიკული დიზაინერი: “ჩემი პირველი ნამუშევარი რაც მახსენდება, 2000-იან წლებში სამხატვრო აკადემიის პერიოდს უკავშირდება. ზამთრის ოლიმპიადის კანდიდატ ქალაქად უნდა დასახელებულიყო ბორჯომი და ამ კონკურსისთვის გავაკეთე ლოგო. მართალია, ეს პროექტი არ შედგა და ჰონორარიც არ ამიღია, თუმცა პირველ ნამუშევარდ მაინც ეს მახსენდება. კონკურსის მოცემულობა იყო ისეთი ლოგოს შექმნა, რომელიც ასოცირდებოდა საქართველოსთან და ზამთრის თამაშებთან. ამიტომ, ვცადე საქართველოს დროშისა და თოვლის ფიფქის კომბინაციით შემექმნა ლოგოტიპი. მაშინ ილუსტრატორის შესახებ არც კი გამეგო, ხელით შევასრულე და შემდეგ გადავიტანე ქორელში.

ეს იყო სწორედ ის ნამუშევარი, რომლის გამოც დამაინტერესა დიზაინში ლოგოების მიმართულებამ. ამჟამად, ამბიგრამებით ვარ გატაცებული (180 გრადუსით რომ შემოატრიალებ, მაინც იმავეს რომ კითხულობ). უცხოური ბევრია, თუმცა ქართული ბევრი ძიების შემდეგაც ვერ ვიპოვნე და გადავწყვიტე, შემექმნა.”

თავადვე გინდა, ნახო? – გააგზავნე იმეილი [email protected]ზე! რაიან რეინოლდსის კამპანია

 როგორ გავფლანგოთ დრო ნაყოფიერად?! – ვებ გვერდები, რომლებიც აუცილებლად უნდა „დავსქროლოთ“