in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი მუსია ქებურია

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი  სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

მუსია ქებურია სააგენტო HOLMES&WATSON-ის არტ დირექტორი: “პირველი შეკვეთა ბაკურ სულაკაურისგან მქონდა, ერეკლე დეისაძის პირველი წიგნის “საიდუმლო სირობის” ყდა უნდა გამეკეთებინა და თუ მოიწონებდნენ სამსახურში ამიყვანდნენ, ეგრეც მოხდა. მეორე კურსე ვიყავი აკადემიაში, პროგრამები დიდად არ ვიცოდი რადგან აკადემიაშიც არ იყო სათანადო სწავლა. გამომცემლობაში რომ ამიყვანეს, მიწევდა პროგრამებთან უფრო მჭდრო შეხება და დროდადრო უფრო და უფრო მეტს ვსწავლობდი ჩემით, ვექსპერიმენტობდი, ვიდეო ტუტორიალებს ვუყურებდი და ცოდნასაც ვაღრმავებდი. ფაქტობრივად, თვითნასწავლი გრაფიკოსი ვარ.”

რა ხდება, როცა მუდამ უკმაყოფილო დეივი ამბობს: “ჰმ! არ არის ცუდი”

ცხოველების ფიტულები თავად ყვებიან საკუთარ ისტორიებს – ჩიკაგოს მუზეუმის საინტერესო აქტივობა