7
დეკ
2017

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ნიკა მონასელიძე

7 დეკ 2017

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

BOG PLUS

ნიკა მონასელიძე, WINDFOR’S, გრაფიკული დიზაინერი: ჩემი პირველი ნამუშევარი სტუდენტობის პერიოდსა და ფრილანსერობას უკავშირდება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას კარგად არ ვიცნობდი, უცხოურ Freelance საიტებზე ვცდილობდი თავის დამკვიდრებას. ამ ძიების პროცესში, არაერთი საიტი აღმოვაჩინე დიდი შესაძლებლობებით. ალბათ გამართლებასაც დავარქმევდი, რომ პირველივე მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა. უშუალოდ პირველი ნამუშევარი იმდროინდელ ახალ ფორუმის შექმნას ეხებოდა, სახელწოდებით “КТВТ”-Кто там?Все тут!, სახელწოდებიდან და სლოგანიდან გამომდინარე, შედგა ლოგოს მრავალსახოვანი ერთი ფიგურა, რომელმაც კონკურსში გამარჯვება და პირველი ჰონორარი მომიტანა.

განხილვა