12
თებ
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი თამარ მაისაშვილი (TAMOS TOUCH)

12 თებ 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

BOG xelfasi

თამარ მაისაშვილი, გრაფიკული დიზაინერი: “ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი როდესაც პალიტრა „L”-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამივარჯვე და მათი ილუსტრატორი გავხდი. ჩემი ილუსტრაციებით გამოიცა საბავშო ლექსები,ზღაპრები და ხმოვანი წიგნები.

ამჟამად, ვარ ფრილანსერი არტისტი და ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინზე. ასევე ვეხმაურები სოციალურ თემებსა და ზოგადად ურთიერთობებს. ძალიან გულწრფელად და ღიად ვესაუბრები მნახველს ჩემი ილუსტრაციებით. დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევ მუშაობისას. ილუსტრაციებში ასახული ეროტიკა ყოველთვის რაღაც იდეის მატარებელია და მიხარია, რომ ისე იგებენენ ადამიანები ამ იდეას, როგორც მე ვაწვდი.

ჩემი ილუსტრაციებით გაყიდვაშია პოსტერები, სტიკერები, შარფები, მაისურები. პირველი გაყიდული ნამუშევარი ჩემი გვერდიდან Tamos Touch, აღმოჩნდა შარფი, რომლის იდეა იყო ნიცშეს სიტყვები „რაც მეტად გაშლი ხელებს ჩასახუტებლად,მით უფრო ადვილია შენი ჯვარცმა“ ის გოგონამ შეიძინა რომელიც ჩემივე გვერდიდან დამიკავშირდა.

მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორ მოქმედებს ჩემი შემოქმედება ადამიანებზე, მიხარია რომ მენდობიან და მეთანხმებიან.”

განხილვა