in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი თინა გორდელაძე (თითიშკა)

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

თინა გორდელაძე, საქართველოს ბანკის გრაფიკული დიზაინერი: 19 წლიდან ხან ვებდიზაინერი, ხან ილუსტრატორი და ხან გრაფიკული დიზაინერი ვიყავი. ბოლოს გრაფიკულ დიზაინზე შევჩერდი. ეს პროფესია ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი ჩავდო ამ საქმეში. ამას გარდა, ბევრი ჰობი მაქვს, რითაც ვცდილობ თავისუფალ დროს თავი გავირთო. გამორჩეულად განსაკუთრებული არის ხატვა. ძალიან ხშირად კადრებად მამახსოვრდება სიტუაციები, ფოტოებს მე ვერ ვიღებ და ჩემთვის კარგი გამოსავალი ვნახე, აღბეჭდვისთვის.

ხატვით სულ ვხატავდი, თუმცა როდესაც სამოგზაუროდ ნეპალში ვიყავი და იქ ჩანახატების გაკეთება მომინდა, მქონდა ბლოკნოტი და 2 ცალი ტუშის პასტა. აქ დავიწყე ხატვა, და ეს პროცესი აღარ ჩერდება, რაც ძალიან მიხარია, ამ დროს მე ძალიან კომფორტულად ვარ. ბედნიერი და დასვენებული.
რომ ჩამოვედი ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ჩემი ალბომი ნახა, მთხოვა რომ მაიკები და სხვადასხვა სუვენირები დაგვებეჭდა ჩემი ნახატებით, რამაც ძალიან ამანთო და ძალიან მონდომებული ვხატავდი. ხატვა ჩემთვის მთავარი შემოსავლის წყარო არ არის, ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ, უბრალოდ მაინც ხდება ხოლმე ხანდახან ისე, რომ ჩემ საყვარელ საქმიანობაში, ფულსაც მიხდიან. რატომაც არა?! ვფიქრობ, რომ ერთგვარი მოტივაციაა ჩემთვის.
პირველი ჩემთვის “სერიოზული” ნახატი “ნეპალი” იყო, რომელსაც სამი კვირა ჩემი მეგობრებისთვის ვხატავდი და ჩვენს მოგზაურობას ასახავდა. ამან ჩემ გარშემო დიდი მოწონება დაიმსახურა. ესეც დიდი სტიმული იყო, მეხატა ძალიან ბევრი. მერე მეგობრებს ვჩუქნიდი ჩემს ნახატებს, ვუხატავდი სახლში კედლებს, ვხატავდი ტანსაცმელზე და ასე შემდეგ. ეს მოწონება იზრდებოდა და იზრდებოდა. მეც უფრო და უფრო მეტს ვხატავდი.
შემდეგ გავაკეთე facebook გვერდი, სადაც ვდებდი ჩემ ნახატებს და დროთა განმავლობაში, ინტერესიც გაიზარდა. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა. ვიმუშავე 4GB Festival-თან, Ceramic studio 1300-თან, ფაბრიკასთან, Adrenaline-თან, homeis.ge-სთან, Winston-თან, არგოსთან, Soulkitchen-თან, Party Pocket-თან და კიდევ ბევრ პატარ პატარა პროექტებზე. ძალიან მახარებს, რომ ეს ჩამონათვალი უფრო და უფრო იზრდება და თან ძალიან სწრაფად.

მოვლენებზე უფრო სწრაფი! – Vodafone-ის პრინტ კამპანია

ბავშვის თვალით დანახული საოცარი სამყარო – IKEA-ს ემოციური ვიდეორგოლი, ლუი არმსტრონგის სიმღერის თანხლებით