17
Jul
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ზუკა ჩიკვაიძე

17 Jul 2018

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

ზუკა ჩიკვაიძე, გრაფიკული დიზაინერი, Gulf Georgia: “გრაფიკულ დიზაინერობამდე დავამთავრე არქიტექტურის  და დიზაინის ფაკულტეტი, ყოველთვის მინდოდა მწვანე არქიტექტრის კეთება, ქალაქების გამწვანება, შენობებისა და ბუნების დამეგობრება. თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მალევე მივხდი, რომ ეს სფერო საქართვეოში არ არსებობდა, მაშინ მხოლოდ კორპუსების და კერძო აგარაკების შენება იყო აქტუალური.

შემდეგ მოვხდი ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, სადაც დაიწყო ჩემი განვითარება გრაფიკული დიზაინერის მიმართულებით. კომპანიებში მუშაობის პარალელურად, ჩემი შესაძლებლობების განსავითარებლად, ყოველთვის ვიღებდი კერძო შეკვეთებს, სადაც ბევრად მეტი თავისუფლება მქონდა, ასეთი პროექტებიდან გამოვარჩევ სადაზღვევო კომპანია “პრაიმს”, რომლის რებრენდინგზეც ვიმუშავე.

სიტყვა “პრაიმი” ნიშნავს – პირველს. ჩემი დავალება იყო, შემექმნა ლოგოს ისეთი “შეიფი”, სადაც ხაზს გავუსვამდი პრაიმის მნიშვნელობას. თავდაპირველად, დავიწყე Wordmark-ზე მუშაობა, სიტყვა Prime-ში ვიპოვე მეორე სიტყვა im ანუ I’M – მე ვარ. გამოვყავი ფერით და მივიღე: I’m Prime – მე ვარ პრაიმი, ანუ მე ვარ პირველი.

ამის შემდეგ, მუშაობა გავაგრძელე  ლოგოს “შეიფზე”.

ლოგოს მოყვანილობა Wordmark-ის გარეშეც უნდა ყოფილიყო მსგავსი იდეის მატარებელი. ბევრი ესკიზირების შემდეგ, გადავწყვიტე ერთიანისa და P-ის გაერთიანება,  სადაც 1-იანი აღნიშნავდა პირველობას, ხოლო P – სიტყვა პრაიმის პირველ ასოს და მივიღე ასეთი ფორმა.”

განხილვა