თუ თქვენ კარგი ბიზნეს იდეა გაქვთ, ან უკვე მზა პროდუქტი, ან პროტოტიპი, რომლის წარმოებაც გსურთ, შეგიძლიათ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი წარდგენა მოამზადოთ. სტრატეგიაც იმისდა მიხედვით უნდა შეიმუშაოთ, თუ რის წარმოებას გეგმავთ და თქვენი მოხსენება ასე უფრო დამაჯერებელი იქნება. იდეებსა და პროდუქტებს შორის განსხვავებების შესწავლა დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ეფექტურობა.
ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად განსხვავებებს, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ პროდუქტებისა და იდეების წარდგენას შორის.
ინვესტორების წინაშე წარდგომასა და პრეზენტაციას ხშირად „ფიჩინგს” ეძახიან. მაინც რა განსხვავებაა, პროდუქტისა და იდეის ფიჩინგს შორის?
მთავარი აქ ისაა, რომ იდეა ჯერ არ არის პროდუქტი, მას ჯერ არ აქვს ის ინფრასტრუქტურა ან გუნდი, რომელიც პროდუქტის რეალურ კომპონენტებს შექმნის, შეფუთავს და მომხმარებელს მიაწოდებს. თუმცა იდეას შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი ღირებულება, რომლითაც ინვესტორის იმდენად დაინტერესებაც კი შეიძლება, რომ ის მეწარმესთან ერთად დაიწყებს ამ იდეის განვითარებაზე მუშაობას. თითოეული ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სტრატეგია, ისაუბროთ თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ელემენტზე და იპოვოთ განსხვავებული შედეგები.
ინტელექტუალური საკუთრება
ბევრი პროდუქტი იყენებს ინტელექტუალური საკუთრების კანონებს, რათა დაიცვან თავიანთი პროდუქტები სხვა კომპანიებისგან, რომლებსაც შეიძლება სურთ დიზაინის, ლოგოს ან ლოზუნგების კოპირება. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ კომპანია ქმნის ახალ გზას მიკროტალღური საკვების დასაყენებლად და დაპატენტებს მიკროტალღურ ფუნქციას, მაშინ ეს კომპანია ხდება ერთადერთი, ვისაც ასეთი ტექნოლოგია აქვს. ეს კი მის ღირებულებას ბევრად ზრდის.
იდეის განხილვისას თქვენ შეიძლება უკვე შეტანილი გქონდეთ განაცხადი პატენტზე, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დაელოდოთ, სანამ მიიღებთ ინვესტიციას ან დაიწყებთ თქვენი იდეის განვითარებას პროდუქტად ქცევამდე. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ინვესტორები, რადგან სანამ თქვენ პატენტის მოპოვებას ელოდებით, შეიძლება იგივე გააკეთოს სხვა კომპანიამ. ამიტომ რეკომენდებულია, რომ თადარიგი დაიჭიროთ და სანამ ინვესტორების წინაშე წარდგებით, იქამდე უკვე შეტანილი გქონდეთ განაცხადი. თუ მაინც ვერ მოასწარით, მაშინ იპოვეთ ისეთი ინვესტორი, რომელიც გენდობათ.
იდეისა და პროდუქტის წარდგენა
თუ ინვესტორების წინაშე უკვე მზა პროდუქტით უნდა წარდგეთ, კარგი იქნება, აჩვენოთ მათ, რომ მარტო არ ხართ და პროდუქტზე გუნდთან ერთად იმუშავეთ. არ არის აუცილებელი გუნდი დიდი იყოს, შეიძლება 3-4 ადამიანიც საკმარისი აღმოჩნდეს მათ დასარწმუნებლად, რომ სამომავლოდ თქვენ პროდუქტის ერთად განვითარების პერსპექტივა გაქვთ.
რაც შეეხება იდეის წარდგენას, გუნდის წევრების ჩვენებას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, კარგი იქნება, რომ ამ შემთხვევაში ხაზი გაუსვათ თქვენი გუნდის წევრების კრედიტებს, მათ უნარებს, მიღებულ ჯილდოებს და სხვა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რომელიმე გუნდის წევრს კვალიფიკაცია ისეთ სფეროში აქვს მიღებული, რაც ემთხვევა ინვესტორის ინტერესებს და ამან დადებითი გავლენა იქონიოს შედეგებზე.
ინდუსტრიების ცოდნა
იდეისა თუ პროდუქტის წარდგენისას დიდ ეფექტს მოახდენს ინდუსტრიის შესახებ საკმარისი ინფორმირებულობა. ინვესტორებმა შეიძლება დაგისვან კითხვები, რათა გაარკვიოთ, თუ რამდენად იცნობთ იმ ინდუსტრიას, რომელშიც იდეას ამუშავებთ, ამიტომ მზად უნდა იყოთ ყველა სავარაუდო კითხვისთვის.
პროდუქტის წარდგენისას კიდევ აუცილებელია ტექნიკური საკითხების ცოდნა. მაგალითად, თუ პროდუქტი ბიოტექნოლოგიიდან არის, ინვესტორი დაინტერესდება, ისეთი ტექნიკური ასპექტებით, რომლებიც კარგად გააგებინებს მას, თუ რატომ უნდა ჩადოს თანხა ამ პროდუქტში. ინდუსტრიის ცოდნის გარეშე შეიძლება შეუძლებელი იყოს პროდუქტის შექმნა და გაყიდვა, ამიტომ ინვესტორები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და მიაქციეთ თქვენც.
მოლოდინები
აუცილებელია ისიც, იცოდეთ, თუ რა მოლოდინები აქვთ თქვენგან ინვესტორებს. მაგალითად, თუ ინვესტორი თქვენს ბიზნესში 100,000 აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს, მას შეიძლება ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ ინვესტიციის ღირებულება გაორმაგდება ერთი წლის განმავლობაში, როგორც კი დაიწყებთ თქვენი პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებას.
განვითარების პერსპექტივა
იდეის ფიჩინგს ზოგადად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე პროდუქტისას. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ინვესტორები, რომ ეს იდეა ნამდვილად აღსრულებადია. შეიძლება იმის დამტკიცებაც დაგჭირდეთ, რომ თქვენი იდეა უნიკალური, მართებული და მომგებიანი იქნება.
პროდუქტის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, გაქვთ თუ არა ბიზნეს მოდელი, შეგიძლიათ თუ არა მომხმარებლის ბაზების წარმოება და დიზაინის გაუმჯობესება.
ბიზნეს მოდელი შეიძლება იყოს განსხვავებული, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სფეროს წარმოადგენთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ პერსონალური ტრენერის ბიზნესი, შეიძლება მან მოითხოვოს სპეციალიზებული ბიზნეს მოდელი, რათა ის წარმატებული იყოს.
შენი ნიშა ბიზნესში
პროდუქტის შესახებ იდეის შედგენისას, მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ თქვენს უნიკალურ ნიშას ინდუსტრიაში. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი სპეციალობის სფეროს ან იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენეთ ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად, როდესაციდეაზე მუშაობდით. მაგალითად, თუ გსურთ შექმნათ ახალი ტიპის მუსიკალური სერვისი შემსრულებლებისთვის, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ არსებულ პლატფორმებს შორის განსხვავებებს და თქვენეული ცვლილებების სარგებელს.
კონკურენცია
იდეა, რომელიც თქვენ უნიკალურად გეჩვენებათ, დიდი შანსია, რომ სხვას უკვე ჰქონდეს განხორციელებული, ამიტომ წარდგენამდე ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ ბაზარი. არ შეშინდეთ, თუ მსგავსი იდეის პროდუქტი სადმე აღმოაჩინეთ. პირიქით, შეისწავლეთ იგი და ნახეთ, როგორ მუშაობს. შემდეგ განიხილეთ თქვენი უპირატესობები და შესაძლებლობა, რითაც შეგიძლიათ მათზე უკეთესი გამოჩნდეთ. ეს შეიძლება იყოს ფასი, ხარისხი, ინოვაციური შეთავაზება, რომლითაც თქვენც და ინვესტორებიც მოგებას ნახავთ.
ხაზი გაუსვით ღირებულებებს
პროდუქტის ან იდეის ინვესტორებისთვის წარდგენის ეფექტური გზაა თქვენი პროდუქტის ღირებულების მარტივი გზით გადმოცემა.მაგალითად, თუ თქვენი პროგრამული აპლიკაცია საშუალებას აძლევს ერთ კლიენტს დაზოგოს ათი წუთი ყოველდღე, ეს შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა პროგრამული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს სხვა კლიენტს დაზოგოს ხუთი წუთი ყოველდღე. ამას ლიფტის მოდელს ეძახიან.
გადახედეთ მოხსენების საუკეთესო მონაკვეთებს
არ მოგერიდოთ საუკეთესო მონაკვეთებზე ყურადღების გამახვილების და მოერიდეთ ინვესტორებისთვის ყველა დეტალის თქმას. ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.