მართალია, HBO-ს პოპულარული სერიალის სამეფო კარის თამაშების 7 სეზონი დიდი აჟიოტაჟისა თუ ბევრი გაუცემელი კითხვის თანხლებით, უკვე დასრულდა და ერთგულ მაყურებელს 2019 წლამდეც კი დაემშვიდობა, თუმცა, საუბრით მონუსხვის ნამდვილმა ოსტატმა თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ახლა უკვე Cisco-ს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში. ლონდონის ხიდზე მოსეირნე პიტერ დინკლიჯი ამჯერად ისეთი კითხვებით გვაბნევს, რომლებიც დრაკონებთან, რკინის ტახტის დაპყრობასა თუ მოსიარულე მკვდრებთან არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც საკმაოდ ფილოსოფიურია. ეს ყველაფერი კი Cisco-ს ახალი The Network Intuitive კამპანიისთვისაა. ბრენდმა თავისი მომხმარებლისთვის ისეთი სისტემა შექმნა რომელიც, ბიზნეს ინტერნეტსივრცეში დაიცავს ნებისმიერი საფრთხისგან და ამას გარდა, ოპერაციების შესრულების დროც საგრძნობლად შეამცირა. სიახლისთვის სარეკლამო რგოლის შექმნაზე ბრენდთან ერთად სააგენტო Ogilvy-მ იზრუნა.
https://www.youtube.com/watch?v=CNXNWsfNlgU