მოტო მაღაზია „პიტსტოპ მოტო” მოტომოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური ფასით ისარგებლონ ინდოეთში წარმოებულ “ვესპასა” და “აპრილიას” მოდელებზე.
მოდეპები Pre-order-ის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ 20 იანვრამდე.
- Vespa VXL 150 (Stage B – Injection): ეს არის “ვესპას” ყველაზე თანამედროვე ვერსია. მისი მთავარი უპირატესობა ინჟექტორული (FI) სისტემაა, რომელიც საწვავის ეკონომიურ ხარჯვასა და ძრავის იდეალურ მუშაობას უზრუნველყოფს ნებისმიერ ტემპერატურაზე. აღჭურვილია ABS სისტემით და 3-სარქვლიანი ძრავით. მისი მაღაზიის ფასი 5700 ლარია, პრე ორდერით კი მისი შეძენა 5500 ლარად შეგეძლებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრომო კოდით ისარგებლებთ, მოპედის ღირებულება 5300 ლარი იქნება.
- Vespa SXL 150 (Carburetor): ვესპას ეს მოდელი ვიზუალურად მეტად რეტრო-სტილისაა. VXL-ისგან განსხვავებით, მასში გამოყენებულია კლასიკური კარბურატორული სისტემა, რაც ექსპლუატაციასა და მოვლას უფრო მარტივს ხდის. ის მათთვისაა, ვინც ტრადიციულ მექანიკას ანიჭებს უპირატესობას. მისი მაღაზიის ღირებულებაა 4900 ლარია, პრე ორდერით კი მის შეძენას 4700 ლარად შეძლებთ. ხოლო თუ პრომოკოდით ისარგებლებთ, მისი ღირებულება 4500 ლარი იქნება.
- Aprilia SR 150: “აპრილიას” ეს მოდელი სპორტული და დინამიკურია. დიდი, 14-დუიმიანი საბურავები გზაზე გადაადგილებას განსაკუთრებით კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. ეს მოპედი არის მათთვის, ვისთვისაც სისწრაფე არის პრიორიტეტული. მოპედის მაღაზიის ღირებულებაა 4700 ლარი, პრე ორდერით კი მისი შეძენა 4500 ლარად შეგეძლებათ. პრომო კოდის გამოყენებით კი მისი ღირებულება 4200 ლარი იქნება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „პიტსტოპ მოტოში“ უკვე დაწყებულია საახალწლო ფასდაკლება, რაც საუკეთესო შანსია იმისთვის, რომ როგორც მოტოციკლები, ისე ეკიპირება, მოტოციკლის ნაწილები და აქსესუარები შეიძინოთ.
შოურუმი თბილისში, რაფაელ აგლაძის 11ა-ში მდებარეობს. არ გამოტოვო გრანდიოზული ფასდაკლებები!
[R]











