in

Pitter J პირველ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს

All We Are Is Dust Into The Galaxy თავისი შინაარსით პანდემიურ პერიოდს ეხმიანება


16 იანვარს საზოგადოებამ Pitter J-ის ახალი მუსიკალური კლიპი იხილა, სახელწოდებით All We Are Is Dust Into The Galaxy, რაც თავისი მნიშვნელობით იმ დაშლილ მდგომარეობას ეხმიანება, რომელშიც მუსიკოსები მისი შექმნის დროს იმყოფებოდნენ – პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთისგან იზოლირებულად, სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. 

“ტრეკზე ძირითადად ჯგუფის ერთმა წევრმა, ილა წულაძემ იმუშავა. ინსტრუმენტების ნაწილი ტელეფონით ჩაიწერა, ასევე მაგდას ვოკალიც. ამ პირობების გამო ცოტა გაგვეწელა სიმღერის დარელიზება, თუმცა საბოლოოდ ის შედეგი დავდეთ, რასაც ყველანი ხედავთ.” – ამბობს ჯგუფის პროდიუსერი, თამარა ჯაჭვლიანი. 

2020 წლის ზაფხულში სარეკლამო სააგენტო “კრაკენმა” ბრენდი ქარვასთვის კონკურსი ჩაატარა – „განიქარვე მუსიკით“, სადაც Pitter J-იც იღებდა მონაწილეობას. ჯგუფმა კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ სიმღერის კლიპზე უშუალოდ “კრაკენი” იმუშავებდა. “მუსიკალურ კლიპზე მუშაობა ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო კრაკენისთვის, თუმცა როგორც კრეატიული სააგენტო, ვცდილობთ, თამამ პროექტებს შევეჭიდოთ, რაც მთელ გუნდს ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს. ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარა Collaba-სთან თანამშრომლობა, რომელსაც უკვე ჰქონდა მსგავს პროექტზე მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძელით განსხვავებული და ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის შექმნა.”ვეკო თოხაძე, კრაკენის ექაუნთ დირექტორი. 

სააგენტოს თქმით, კლიპის შინაარსზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია თვითონ მუსიკა იყო. ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელიც გარე სამყაროსგან მოწყვეტილია. იდოეში მათი გრძნობები და განწყობები იცვლება, რაც გარემოს ცვლილებასაც იწვევს. 

Pitter J 2018 წელს შეიქმნა, თამარა ჯაჭვლიანისა და ილა წულაძის მიერ. ჯგუფი, ახლანდელი სახით ნელ-ნელა ჩამოყალიბდა. წევრებს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, საავტორო მუსიკის კეთება, თუმცა დროთა განმავლობაში ცხადი გახდა ზუსტი მიმართულება – ჟანრების თვალსაზრისით მუსიკოსები არ არიან შეზღუდულები – “ჩევნი მუსიკა ძირითადად Indietronica, alternative, dreampop, shoegaze, nu gaze, post rock, ambient ჟანრებს მოიცავს, თუმცა შიგადაშიგ სხვადასხავა ჟანრის ელემენტებსაც ვიყენებთ” – თამარა ჯაჭვლიანი.


ახალი სარესტავრაციო პროექტი ელისეს მინდვრების სილამაზის აღსადგენად

“2021 პირობების გათანაბრების დროა!” – Aldi-ს ანიმაცია ბავშვთა შიმშილის შესახებ