in

Pivot Point – სუიციდის პრევენციისკენ მიმართული კამპანია

BOG
BOG

აშშ-ის ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციამ შექმნა კამპანია Pivot Point – საყრდენი წერტილი, რომელიც სუიციდის პრევენციისკენაა მიმართული. სააგენტო Reingold-ის შექმნილ ვიდეორგოლში სიუჟეტი უკუღმა ვითარდება. მთავარი გმირის წარსულში მიმავალი ამბავი, მხოლოდ იმ მომენტამდე მიგვიყვანს, რომელსაც ამ ისტორიის დასრულება იქამდე შეეძლო, სანამ ის დაიწყებოდა.

ვიდეორგოლი გვიგზავნის შეტყობინებას იარაღის სწორად შენახვასთან დაკავშირებით. Pivot Point გვამცნობს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისში. სწორედ ამიტომ, უნდა შეგვეძლოს იარაღის დაბინავება ისე, რომ ამას პოტენციურად, სუიციდის შეკავება შეეძლოს. როცა მის ამოღებას დრო სჭირდება, ჩვენ გვეძლევა კიდევ რამდენიმე წამი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. სწორედ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ Pivot Point – საყრდენი წერტილი, როცა კრიზისი უკიდურესად დაბალ წერტილს მიაღწევს, შემდეგ კი უკან დაიხევს და აღმასვლაც გარდაუვალი ხდება.

ტრენინგი ყოველთვის გამოსავალი არაა

Ember Cube-ით მილიონობით ადამიანის გადარჩენასა და საკვების დაზოგვას შევძლებთ