24
Jul
2012

Pixar-ის შესახებ

24 Jul 2012



არასწორი განმარტებაა, თითქოს ადამიანს, თუ ის პროფესიონალია, ნებისმიერ გარემოში  შეუძლია მუშაობა.

Pixar-ში გარემოს ყველაზე მეტად აფასებენ.

სტუდია PIXAR-ი ცნობილია თავისი შეკრული კოლექტივით, მათთან განსაკუთრებული სამუშაო ატმოსფერო ტრიალებს.

Harvard Business Review-მ  PIXAR-ის პრეზიდენტის ედ კეტმელის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან სამუშაო კოლექტივის სწორედ შეკვრაზე ისაუბრა.

PIXAR-ი ეს არის დაბალანსებული სისტემა. თანამშრომელთა შერჩევისას პრიორიტეტს ანიჭებენ გრძელვადიან პერსპექტივას.

რა არის შემოქმედება?

რატომღაც საზოგადოება მიჩვეულია შემოქმედების სტანდარტულ  განმარტებას, რომ ის აუცილებლად ერთი ადამიანის მიერ, კონკრეტულად ერთ იდეაზე დაფუძნებული უნდა იყოს. PIXAR-ის ფილმების გაკეთებაში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე იმდენი იდეა აქვთ რამდენი ადამიანიც მუშაობს. რეჟისორი PIXAR-ში ფილმს მხოლოდ თავისი იდეით არ აკეთებს, 200-250 კაცი ყველა თავის იდეას აზიარებს. ეს ყველაფერი არქეოლოგიურ გათხრებს წააგავს, როდესაც არქეოლოგთა ჯგუფი ერთად ცდილობს ნაწილ-ნაწილ ისტორია აღადგინოს.

რისკები

მაყურებელს ყოველთვის ახალი სურს, შესაბამისად ჩვენც ვრისკავთ ყოველი ფილმის გამოშვების შემდეგ. რა თქმა უნდა დასაწყისში გვაქვს ბუნდოვანი გათვლა მაყურებლის რეაქციისა, მაგრამ მაყურებელი ცოცხალი ორგანიზმია და ცვალებადი.

კინოსტუდიებში რისკის შესამცირებლად ხშირად იღებენ სხვის იდეებს და მათ პერეფრაზირებას ახდენენ. სწორედ ამიტომ გამოდის ამდენი ერთნაირი პროდუქცია. ჩვენ ორიგინალურები გვინდა  ვიყოთ, ამიტომ ვრისკავთ. ვრისკავთ, მაგრამ ზურგს ძლიერი გუნდი გვიმყარებს.

თუ გუნდი ეფექტურად არ მუშაობს მის არსებობას აზრი არ აქვს.

კარგი გუნდი კი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება შემოწმდეს, თუ მათ გარკვეული დროის მანძილზე შეძლეს ერთად შეთანხმებულად მუშაობა, თუ ისინი ერთმანეთს ენდობიან და მათი ურთიერთობა არაა ტყუილზე და შეჯიბრზე დაფუძნებული, მაშინ ჩათვალეთ რომ კარგი გუნდი გყავთ. კარგი გუნდი კი წარმატების მაგნიტია.

ადამიანი და იდეები

მე დარწმუნებული ვარ რომ კარგი ადამიანი კარგ იდეებზე ბევრად უფრო ძვირფასია. ბევრი კომპანია წლიურად უზარმაზარ თანხებს ხარჯავს  პერსონალის აყვანაში და იმას არ აქცევენ ყურადღებას, რომ მათ ჯერ გარემო უნდა შეუქმნან  სამუშაო და შემდეგ დაასაქმონ. ჩვენ არაერთხელ გვითხოვნია ჩვენი თანამშრომლებისთვის სამსახურის მერე დარჩენა. ისინი ჩვენი გულისთვის დროს კარგავდნენ და შრომებდნენ ყოველგვარი დამატებითი ანაზრაურების გარეშე, სწორედ ამიტომ კარგ გარემოში და თანამშრომელშია საქმე და არა ორიგინალურ იდეებში.

 

თანასწორობა

კომპანიის ყველაზე ძვირფასი შედეგი თანამშრომლებს შორის თანასწორობაა, რომელიც ჰქმნის ისეთ გარემოს , სადაც თანამშრომელი დაინტერესებულია თავისი საქმე მექსიმალურად წარმატებით შეასრულოს. „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“, ამ იდეოლოგისს კარგი მაგალითი ტვინზე შემტევთა ჯგუფია.

ტვინზე შემტევთა ჯგუფი

როდესაც რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ფილმის დაუსრულებელ ვერსიას ვაჩვენებთ ტვინზე შემტევთა ჯგუფს, რომელიც თავის ჩასწორებებს და ახალ იდეებს გვაწვდის. ყოველფვარი ჩხუბის და ხმაურის გარეშე ხდება, მათთვის არსებობს ერთადერთი წესი – ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე კონფლიქტი თანამშრომლებს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი.

ტექნოლოგიას + ხელოვნება = ჯადოქრობას

დისნეის ძალიან კარგად ესმოდა ეს პრინციპი. ის თვლიდა რომ სათანამშრომლოდ ახალი ხალხის დამატება და ტექნოლოგიურ პროგრესებთან ფეხდაფეხ სვლა ყველაზე წარმატებულ შედეგს მოიტანდა.

Pixar – ში გვწამს ტექნოლოგიური პროგრესის ძალის. „ხელოვნება ტექნოლოგიას შთააგონებს, ხოლო ტექნოლოგია ხელოვნებას“ ეს ჩვენი მუშაობის სტილია.

გარჩევა

როდესაც ფილმი გამოშვებულია, ან რაიმე მიზეზის გამო შეჩერებული, ყველა თანამშრომელს და მათ ჯგუფს ვთხოვთ ჩამოწერონ რა იყო მათი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში და ყველაზე დიდი ვარდნა. ბალანსი პოზიტიურსა და ნეგატიუსრ შორის შენარჩუნებული უნდა იყოს. არ ღირს წარმატებიაში ჩაძირვა და ილუზიის შემქმნა თითქოს შეცდომები არ არსებობს.

 

 

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.