პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის იყო Pixel-ის გამოცდილების განუყოფელი ნაწილი და ეს არც Pixel 10-ის ახალ ოჯახში იცვლება. Made by Google-ის ღონისძიებიდან, ახალ მოწყობილობებთან ერთად, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების შესახებ გავიგეთ, რომლებიც ახალ მოდელებში დაინერგება მანამ, სანამ ადრეულ მოწყობილობებამდე მიაღწევს… მათ შორისაა Magic Cue, Daily Hub, Journal app, Conversational Editing, Camera Coach, Auto Best Take, Add Me და გაუმჯობესებული Gemini Live Visual Assistant.
Magic Cue
პირველი ხელსაწყო Magic Cue გახლავთ — მეგობრებთან მიმოწერისას Gemini Nano, Google-ის პირადი მოწყობილობის მოდელი, საუბრებში კონტესქტის მიხედვით გააკეთებს შეთავაზებებს. მაგალითად თუ მეგობარი გასულ კვირას დაჯავშნილი ვახშმის შესახებ გკითხავთ, Pixel 10 Google Maps-ის სიის გაგზავნას შემოგთავაზებთ. Magic Cue-ს მუშაობისთვის ციფრული ასლებია საჭირო, ხოლო იმისათვის, რომ ნახოთ, საიდან მიიღო ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, უფრო დიდხანს უნდა დააჭიროთ. შესაძლოა, იგი თქვენი პირადი Gmail-იდანაც იყოს აღებული ისე, როგორც ზედა მაგალითში.

ფუნქციით ანდროიდის ყველა მოწყობილობაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითისთვის, თუ ოჯახის წევრი გამოგიგზავნით შეტყობინებას იმ ფრენის შესახებ, რომლითაც ორივე აპირებთ გამგზავრებას, Magic Cue, ავიაკომპანიის ნომერთან ერთად, ფრენის შესახებაც გაგიზიარებთ ინფორმაციას ეკრანზე.
Daily Hub
Discover-ის გვერდზე, რომელზეც თითქმის ყველა Android მოწყობილობიდან შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა, თუ მთავარი ეკრანის მარცხენა გვერდზე გადაფურცლავთ, ახალი shortcut ფუნქცია დაგხვდებათ Daily Hub-ის სახელით. Samsung-ის Now Brief-ის მსგავსად, ეს არის გვერდი, რომელზეც AI მომავალი დღის შეჯამებას გთავაზობთ.

ზედა ნაწილში კი მისალმებას, ამინდის პროგნოზსა და თქვენს კალენდარში არსებულ ღონისძიებებს ნახავთ. ქვემოთ Gmail-იდან, Keep-იდან და Google-ის სხვა აპლიკაციებიდან აღებული შეხსენებების სიაც დაგხვდებათ. ამასთან, იპოვით რეკომენდებულ სტატიებსა და ვიდეოებს YouTube-დან.
Journal app
ხოლო მათთვის, ვისაც დღის ბოლოს დღიურების წარმოება უყვარს, Journal-ის აპლიკაცია შექმნეს ჩაშენებული AI ფუნქციებით. მაგალითისთვის მოთხოვნის დაწერისას ავტომატურად შემოგთავაზებთ ფოტოებს თქვენი გალარეადან. ამასთან, თემების მიხედვით თქვენი მოთხოვნების დახარისხებასაც ეცდება. ემოჯებსაც გამოიყენებს, რათა ერთი შეხედვით მოახერხოთ თქვენივე ჩანაწერების თემატიკების გახსენება.

Conversational Editing
ფოტოებში გუგლი ახალი ფუნქციის სახით Conversational Editing-ს გვაცნობს, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენს ტელეფონს სიტყვიერად აღუწეროთ, თუ რა ცვლილებების განხორციელება გსურთ ფოტოში. მაგალითისთვის, თუ მოგზაურობისას სელფი გადაიღეთ და ფონი ხალხით არის გადაჭედილი, შეგიძლიათ, ფონის გასუფთავება სთხოვოთ. შედეგად, ახალ სურათს დააგენერირებს და ძველ ვერსიასაც შეინარჩუნებს, რათა შედარება შეძლოთ. თუ არ მოგეწონებათ, უკან დაბრუნებაც არ იქნება პრობლემა.
![]()
Camera Coach, Auto Best Take & Add Me
კამერის აპლიკაციაშიც მრავალი ახალი AI ხელსაწყო დაგხვდებათ, მათ შორისაა Camera Coach-იც, რომელიც სურათის გადაღების პროცესში რჩევებს მოგაწვდით, იქნება ეს კუთხის, რეჟიმისა თუ განათების შერჩევა. Auto Best Take პოულობს და აერთიანებს რამდენიმე ფოტოს, რათა ჯგუფურ კადრებში ყველა საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. დაბოლოს, Add Me ფუნქციაც უმჯობესდება, რათა კადრებში ფოტოგრაფებიც მარტივად გამოჩნდნენ.

Gemini Live Visual Assistant
ამასობაში გუგლი Gemini Live-ის ვიზუალური ასისტენტის განახლებასაც გვთავაზობს, მათ შორისაა ახალი ვიზუალური ინდიკატორები, რომლებიც თქვენი ტელეფონის ეკრანის ნაწილს დაფარავს, რათა გაგიადვილდეთ იმის დანახვა, თუ რას გულისხმობს Gemini კითხვაზე პასუხის გაცემისას. ეს ფუნქცია თავდაპირველად Pixel 10 მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მოგვიანებით სხვა Android ტელეფონებსა და iOS მოწყობილობებზეც გამოვა.
ამასთან, გუგლი ახალ მოდელზეც საუბრობს, რომელიც დრამატულად გააუმჯობესებს Gemini-ის შესაძლებლობებს ადამიანის მეტყველების გამოყენებისას. მაგალითისთვის, შეგეძლებათ, ასისტენტს ნელა საუბარი მოსთხოვოთ თუ მაგალითად ჩანაწერების გაკეთება მოგინდებათ, აქ თემის შესაბამისად ტონის შეცვლაც არ იქნება პრობლემა.
და თუ Made by Google-ზე წარდგენილი ახალი მოწყობილობებიც გაინტერესებთ, ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.











