in

Pixel Lab – Led ეკრანები და სრული ტექმომსახურება ნებისმიერი ღონისძიებისთვის

იმისათვის, რომ ნებისმიერი ღონისძიება დასამახსოვრებელი და ეფექტური გამოვიდეს, აუცილებელია კრეატივი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კრეატიული იდეების განხორციელებას ხშირად ტექნიკური რესურსები სჭირდება, ასევე, ცოდნა და გამოცდილება. დღეს იმ სამყაროში, სადაც ორიგინალურობით ადამიანის გაოცება სულ უფრო ძნელი ხდება, მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა და ტექნოლოგიები ერთმანეთთან შეთანხმებული იყოს, რათა მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩავიფიქრეთ.

ივენთკომპანია Pixel Lab სწორედ ამ მისიის გამტარებელი გუნდის წევრებისგან შედგება. მათი ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდია და ისინი ცდილობენ, რომ ყოველი ღონისძიება, რომელსაც დამკვეთისთვის აკეთებენ, განსაკუთრებული იყოს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა და მისი მთავარი სერვისია ნებისმიერი ღონისძიების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობით.

Marketer-ის შეკითხვებს კომპანიის შესახებ უფრო დეტალურად Pixel Lab-ის დამფუძნებელმა, ლუკა ასათიანმა უპასუხა:

M: მოგვიყევით კომპანია Pixel Lab-სა და მის სერვისებზე უფრო ვრცლად…

Pixel Lab მომხმარებლებს სთავაზობს ღონისძიებების გამართვისთვის აუცილებელ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას –  მათ შორის განათებას, ხმის სისტემებს, ვიზუალურ ინსტალაციებსა და ტექნიკური კოორდინაციის მომსახურებას. თუმცა ჩვენი მთავარი უპირატესობა და სპეციალიზაცია არის უახლესი თაობის, P2 ხარისხის Samsung Pixel-ებით აწყობილი LED ეკრანები, რომლებიც განსაკუთრებით მოთხოვნადია გაზაფხული-ზაფხულის აქტიური ღონისძიებების სეზონის პირობებში და არა მხოლოდ ამ დროს.

Pixel Lab შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კარგად იცნობენ სფეროს სპეციფიკას.  ჩვენი გუნდის მიზანია, ყოველი ღონისძიება შთამბეჭდავ გამოცდილებად  გარდავქმნათ.

M: როგორია თქვენი გუნდის გამოცდილება ამ სფეროში და როგორ ითარგმნება ეს გამოცდილება კომპანიის საქმიანობაში?

კომპანიის ხელმძღვანელს ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდების მართვისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით 7-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მის მიერ განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს როგორც მცირე მასშტაბის, ასევე კომპლექსური ღონისძიებების სრულ უზრუნველყოფას.

Pixel Lab-ის გუნდის თითოეული წევრი სპეციალურად გადამზადებულია ტექნიკური მიმართულებით, რათა ნებისმიერი ღონისძიება იყოს გამართული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ღონისძიებების სფეროში. მისი ხელმძღვანელობით არაერთი მაღალსტანდარტული სამიტი და მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა საქართველოში. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ვამაყობდეთ არა მხოლოდ ტექნიკური რესურსებით, არამედ სფეროს გამოცდილი პროფესიონალებითაც.

M: რა ტიპის პროექტებზე გიმუშავიათ და ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ჩვენი გამოცდილება ძირითადად საღონისძიებო მიმართულებას მოიცავს – მათ შორისაა კონფერენციები, ვორკშოპები, ახალი ბრენდებისა ან კომპანიების წარდგენა (ე.წ. ლონჩები), პრეზენტაციები და სხვა ტიპის ღონისძიებები.

ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა ინდუსტრიიდან – მათ შორის ტექნოლოგიების, მედიის, განათლების, ფინანსებისა და შემოქმედებითი სექტორის კომპანიები. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად, რათა უზრუნველვყოთ ღონისძიების ტექნიკური მხარის მაღალი ხარისხი. 

M: რა ძირითადი მოთხოვნები აქვთ თქვენს მომხმარებლებს და რისი გათვალისწინება გიწევთ მათი შესრულებისას?

ჩვენს მომხმარებლებს, პირველ რიგში, აინტერესებთ ტექნიკური სანდოობა, მაღალი ხარისხი და პროცესის ორგანიზებულობა –  ანუ ის, რომ ღონისძიება წარიმართოს შეუფერხებლად, ტექნიკური ხარვეზების გარეშე და ზუსტად განსაზღვრულ ვადებში.

სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით, Pixel Lab-ის საქმიანობის დასაწყისშივე დავისახეთ მიზნად უახლესი და ხარისხიანი ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, პარტნიორებს შევთავაზოთ მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი სტანდარტების მქონე კლიენტების მოლოდინებს.

გარდა ტექნიკური კომპონენტებისა, ყურადღებას ვაქცევთ კომუნიკაციას, დროულ რეაგირებასა და დეტალებისადმი ზუსტ მიდგომას –  ეს არის ის კომბინაცია, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხო და პროფესიონალურ გამოცდილებას სთავაზობს.

M: საქართველოში ბევრი ივენთკომპანიაა. როგორ უწევს მათ კონკურენციას Pixel Lab, რა არის თქვენი ნიშა?

ჩვენი მთავარი უპირატესობა და, ამავდროულად, ნიშაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის უახლესი თაობის, 2024 წლის Samsung Pixel-ებით აწყობილი P2 ხარისხის LED ეკრანები, რომლებიც დღეს ბაზარზე ტექნიკური პარამეტრებითა და ვიზუალური ეფექტით გამორჩეულად მაღალ დონეზე დგანან.

ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შეგვიძლია, მოვახდინოთ შთამბეჭდავი ვიზუალური კომუნიკაცია ნებისმიერ სივრცეში. ეს კი გამოგვარჩევს და გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მარტო სტანდარტული ტექნიკური მხარდაჭერა, არამედ თანამედროვე ვიზუალური გამოცდილება, რომელიც მომხიბვლელია როგორც აუდიტორიისთვის, ისე ბრენდებისთვის.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

Pixel Lab-მა საქმიანობა დაიწყო მცირე და საშუალო მასშტაბის ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფით, თუმცა დროთა განმავლობაში, მომხმარებელთა ნდობასა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირების შედეგად, უკვე წარმატებით ვემსახურებით მასშტაბურ პროექტებსაც.

ამჟამად მიგვაჩნია, რომ სწორ ადგილას ვდგავართ – გვყავს პროფესიონალი გუნდი, გვამყარებს ხარისხიანი ტექნიკური ბაზა და ვთანამშრომლობთ წამყვან ბიზნესებთან ქვეყანაში. 

რაც შეეხება მომავალს, ჩვენი გეგმაა, გავზარდოთ Pixel Lab-ის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე. გვსურს, ქართული ხარისხი და ტექნიკური პროფესიონალიზმი გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უცხოურ ბაზრებზეც გავხდეთ სანდო პარტნიორი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.

[R]

მთავარია გადახდა სხვამ არ დაგასწროს!

28 აპრილს! დაიბრუნეთ თანხის 30% „ავერსის“ აფთიაქებში თიბისის ბარათებით გადახდისას