in

„პიქსელ აუთდორმა“ 2024 დიდი სიახლეებით დაიწყო!

პიქსელ აუთდორმა“, გარე სარეკლამო ინდუსტრიის კომპანიამ, 2024 წელი დიდი სიახლეებით დაიწყო. ვინაიდან მისი ამბიციაა, ბაზარზე ლიდერი და ნოვატორი იყოს, დასავლეთ საქართველოს ბაზარზე მუდმივად ცდილობს გამორჩეული ნაბიჯების გადადგმას. ამჯერად ბათუმის შუაგულში, გორგილაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ყველაზე დიდი (6მ.X12მ), კომერციული, Full HD ფორმატის ლედ ეკრანი დაამონტაჟეს.

აღნიშნული ლოკაცია რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩიეს: პირველ რიგში, ეს ბათუმის ცენტრია; ამავდროულად, აქვეა განთავსებული შუქნიშანი, რომელთან ლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანებიც სრულად ნახავენ ვიდეო კონტენტს. „პიქსელ აუთდორი დასავლეთ საქართველოს უპირობო ლიდერია გარე სარეკლამო ინდუსტრიაში. ჩვენი მეშვეობით შეგიძლიათ, საკუთარი ბრენდი მთელ ქალაქს აჩვენოთ და დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ საუკეთესო ვიზუალით“, აღნიშნავს პიქსელ აუთდორის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა ბოლქვაძე.

გარდა ამისა, პიქსელ აუთდორს კიდევ ერთი სიახლე აქვს, რაც უშუალოდ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებას უკავშირდება. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საგზაო მონაკვეთზე, პრემიუმ ლოკაციაზე, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებული სარეკლამო მონიტორის DB5-ის ზომა 50%-ით გაზარდეს — 107 მ²-დან 158 მ²-მდე. ასე მიიღეს მთელ დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ფორმატის და Full HD რეზოლუციის კომერციული ციფრული ბილბორდი.

„ჩვენი გუნდი არასდროს ჩერდება და მუდმივად ვცდილობთ, არსებული სარეკლამო კონსტრუქციები კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყოველთვის უმაღლეს ხარისხსა და დახვეწილობაზე ვზრუნავთ“,ამბობს ნიკა ბოლქვაძე.

საგულისხმოა, რომ ვინაიდან კომპანია ყოველთვის აქტუალური ტენდენციებისა და სიახლეების სადარაჯოზეა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტის პოპულარიზაციასაც. ამჯერად უახლეს წარმატებას გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მთელი ქვეყნის სიხარულის მიზეზი გახდა. კერძოდ, „პიქსელ აუთდორმა“ ყველაზე სტრატეგიულ ლოკაციებზე ციფრული ბილბორდების საშუალებით მიულოცა მარიამ ბოლქვაძეს, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს გამარჯვება. ეს ჟესტი ზუსტად ეხმიანება კომპანიის ხედვას, ყოველთვის გვერდით დაუდგნენ ქართველ სპორტსმენებს და მათთან ერთად აღნიშნონ თითოეული წარმატება.

[R]

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო თამაშებზე იასპარეზებს — ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

კომპანიები: ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი კვლავ აერთიანებენ ძალებს სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის