სარეკლამო კომპანია „პიქსელ აუთდორმა” ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა განსაკუთრებული ჟესტით გამოხატა. მან ბათუმში თავის ყველა სარეკლამო ციფრულ ბილბორდზე განათავსა ვიდეორგოლი, სადაც კვარაცხელიას მადლობას მთელი საქართველოს სახელით უხდის.
„პიქსელ აუთდორი” ქალაქ ბათუმში 2011 წელს დაარსებული სარეკლამო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს გარე სარეკლამო სერვისების (OOH) სრულ პაკეტს სთავაზობს. ის მუდმივად იყო ქართული სპორტისა და ხელოვნების ხელშემწყობი და აღნიშნული ვიდეორგოლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს. მსგავსი აქტივობებით გამოჩენას კომპანია მომავალშიც გეგმავს.
[R]