წამყვანმა სარეკლამო კომპანია „პიქსელ აუთდორმა“, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „სოლასთან” ერთად, სიახლე დანერგა. მათ სტატისტიკის მთვლელი კამერები დააყენეს სარეკლამო ბილბორდებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გარე სარეკლამო ინდუსტრიის ეფექტურობის გაზრდა ახლა უკვე ციფრული მარკეტინგის დონეზე იქნება შესაძლებელი. როგორც ორივე კომპანიის წარმომადგნელები ამბობენ, ეს არის ინოვაციური ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია გარე რეკლამის ეფექტურობის შეცვლა და მისი მნიშვნელობის ახლიდან განსაზღვრა.
ტექნოლოგია კომპანია სოლას მიერ შეიქმნა იმისთვის, რომ ზუსტად დაითვალოს ნახვების რაოდენობა თითოეულ ლოკაციაზე, რაც რეკლამის განმთავსებლებს აძლევს უპრეცედენტო ინფორმაციას მათი კამპანიების ეფექტურობის შესახებ. Live კამერები აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიით, რომელსაც შეუძლია, განასხვაოს და ინდივიდუალური ანალიტიკა მოგვცეს ადამიანებისა და სხვადასხვა სახის ავტოსანტრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შესახებ.
„პიქსელ აუთდორის იდეა, შეგვექმნა ინოვაციური ტექნოლოგია სტატისტიკის დათვლის კუთხით, საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენი გუნდისთვის. შემუშავებული ტექნიკის მრავალი გამოცდისა და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მივიღეთ პროდუქტი, რომელიც საამაყოა ჩვენი გუნდისთვის”, – აღნიშნავს რუსლან ტაკიძე, სოლას დირექტორი.
პროექტის ფარგლებში, კომპანიამ პირველ ეტაპზე შეარჩია სამი სტრატეგიული ადგილი:
- ქ. ბათუმის შესასვლელი – ესტაკადის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია დასავლეთ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ფორმატის სტატიკური ბილბორდი;
- ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, წრიულზე, საიდანაც სამი მიმართულებით არის შესაძლებელი მოძრაობა – ქალაქში ყველაზე დიდი full HD ფორმატის ციფრული ბილბორდი;
- ქ. ბათუმის ერთ-ერთი, ყველაზე ხალხმრავლობით გამორჩეული, გორგილაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა – ციფრული ბილბორდი.
ტრადიციულად, გარე რეკლამის ეფექტურობის საზომი ეყრდნობოდა საერთო დატვირთულობის მონაცემებს. ეს ინოვაცია კი, რომელიც პიქსელ აუთდორმა დანერგა, რამდენიმე უპირატესობას გვთავაზობს:
- შესაძლებელია სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია რეალურ დროში, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
- ნახვების თვალყურის დევნების შესაძლებლობა მდებარეობის მიხედვით;
- იძლევა მომგებიანობის უფრო ზუსტი გამოთვლის საშუალებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ეხმარება ბიზნესს, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოს სარეკლამო კამპანია და მიიღოს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მათი სარეკლამო სტრატეგიების შესახებ.
უფრო მეტიც, აღნიშნული ტექნოლოგია ხაზს უსვამს რეკლამაში მონაცემთა გამჭვირვალობის მზარდ ტენდენციას. ეს ცვლილება არა მხოლოდ აძლიერებს გარე რეკლამის ღირებულებას, არამედ აძლიერებს ნდობას რეკლამის განმთავსებლებსა და მედიის მფლობელებს შორის.
„ჩვენი კომპანია ყოველთვის ზრუნავს განვითარებასა და ინოვაციებზე. ჩვენ გვაქვს შემუშავებული განვითარების გეგმა საქართველოს მასშტაბით, დეტალები ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაცია გარე სარეკლამო ინდუსტრიაში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ეფექტური და სასიამოვნო გავხადოთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილება. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ამ ინოვაციამ შეიძლება გზა გაუხსნას უფრო მოწინავე ტექნოლოგიებს გარე რეკლამაში, გახადოს იგი უფრო ინტერაქციული, გაზომვადი და ეფექტური, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პიქსელ აუთდორის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ბოლქვაძემ.
[R]