in

კონუსისებრი „პიცა კონო“, ანუ „ყველა გემო ერთ ლუკმაში“

Startauperi
Startauperi

როგორ გავამარტივოთ პიცის ჭამის პროცესი? შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ დანის, ჩანგლის, თეფშის, ან იმ  მომენტის გარეშე, როცა პიცის თხელი ნაჭრიდან რიგ-რიგობით გვიცვივა საყვარელი ინგრედიენტები. დიახ, პიცის არც ერთი ნაწილი დასაკარგი არაა და მეტიც, უკვე ერთ ლუკმაში შეგვიძლია ყველა ინგრედიენტის გემო ერთიანად შევიგრძნოთ, რადგან ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კონუსისებრი პიცა „პიცა კონო“, რომელსაც ჭამის სიმარტივე და გემოვნური თვისებები გამოარჩევს, თვითონ კი ასე გამოიყურება:

პიცა კონოს იდეა, ჯერ კიდევ, 2 წლის წინ გაგვიჩნდა. მოგზაურობისას, რამდენიმე ევროპულ და არაბულ ქვეყანაში გავსინჯეთ და ძალიან მოგვეწონა კონცეფცია. უგემრიელესი პიცა, რომელშიც გემოები სულ სხვაგვარად იშლება. ამ დროისთვის, საქართველოში მსგავსი არაფერი იყო. მაშინვე დავიწყეთ კვლევა, რომ გაგვეგო როგორ მზადდებოდა პროდუქტი, რა ტექნოლოგიები იყო საჭირო და ქართულ ბაზარზე სწორ დროს შემოსვლის სტრატეგია დაგვესახა” გვიყვება კომპანიის თანადამფუძნებელი საბა დოლიძე.

როგორც „პიცა კონოს“ შემქმნელები გვიყვებიან, ბრენდზე მუშაობის პროცესში საქართველოში მსგავსი პროდუქტი გამოჩნდა, რის გამოც გადაიფიქრეს იდეის რეალიზება. თუმცა, აღნიშნულმა სტარტაპმა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც იდეის რეალიზებისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა და დღეისათვის, ბრენდის 8 ტიპის კონო და 3 კომბო შეთავაზება აქვს. ბრენდის კონცეფციასა და უპირატესობებზე, უფრო დეტალურად, მისი თანადამფუძნებელი – ნინო ბუჟგულაშვილი გვესაუბრა: 

M: როგორია „პიცა კონოს“ კონცეფცია? რა გამოარჩევს მას ბაზარზე?
„პიცა კონო“ უნიკალურია თავისი ფორმით, გემოვნური თვისებებით, დამზადების პროცესითა და ჭამის სიმარტივით. საჭმელად ძალიან მარტივია, არ მოითხოვს დანას, ჩანგალს, თეფშს ან რაიმე დამხმარე ჭურჭელს. ეს არის ახალი და მარტივი პიცის დაგემოვნების გზა, ყველა გემო ერთ ლუკმაში! ჩვენი პროდუქტი არასდროს არის გაყინული, უახლესია პირდაპირ ღუმელიდან! კონუსისებრი ფორმა პასუხისმგებელია ინგრედიენტების ერთმანეთში სინთეზურად გადარევაზე, გემოები სულ სხვაგვარად იშლება, რაც პიცას ხდის კიდევ უფრო გემრიელს. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ლოგოს შექმნაზე ნინიკო შიხაშვილმა იმუშავა და ასე გადმოვეცით ჩვენი კონცეფციის სიმარტივე. 

M: როგორ იქმნება „პიცა კონოს“ პროდუქცია? რა ეტაპებს გადის და რა ტექნოლოგიის, ან მასალის გამოყენებით იქნება?
ჩვენთვის ამომავალი და პრინციპული თემაა “პიცა კონოს” მაღალი ხარისხი. შესაბამისად, ვიყენებთ ევროპული მაღალი ხარისხის ყველს, პეპერონს, ლორს, სუნელებს და სხვა ინგრედიენტებს, ასევე, ახალ ბოსტნეულს, რომელიც ყოველ დილით სპეციალურად იჭრება და მზადდება პიცისთვის. განსაკუთრებით ექცევა ყურადღება ნატურალურ ინგრედიენტებს. ჩვენი პროდუქტი არასდროს არის გაყინული, უახლესია პირდაპირ ღუმელიდან! „პიცა კონოს“ ცომი ცხვება ყოველ დილას, იჭრება და მზადდება ყველა პროდუქტი. ვიყენებთ საცხობ სპეციალურ აპარატებს. შეკვეთის შემოსვლისას ხდება შესაბამისი პროდუქტის აწყობა და ბოლო სახემდე მიყვანა, როცა ის 100%-ით მზადაა, მას ბრენდირებულ შეფუთვაში ვათავსებთ და  ადრესატთან ვაგზავნით. აღსანიშნავი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამზარეულო მოწყობილია სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად.

M: როგორ უნდა შევუკვეთოთ „პიცა კონო“ და როგორია პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული დეტალები?
შეკვეთა ძალიან მარტივია. უნდა ეწვიოთ გვერდს: www.pizzacono.ge; აირჩიოთ სასურველი კონო, ან კომბო შეთავაზება და ჩვენი კურიერი პროდუქტს 35 წუთში მოგიტანთ. პირველ ეტაპზე, მიწოდებას ვიწყებთ ცენტრალური უბნებით, თუმცა უახლოეს პერიოდში, მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

ბავშვები, რომლებმაც ოკეანე პირველად ნახეს! – Volvo-ს ვიდეორგოლი

„შენი არჩევანის თავისუფლება“ – FACTORY-ის ახალი ვიდეორგოლი