15
May
2014

„საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისი მოიკოჭლებს“ -Pizza Donatello

15 May 2014

Startauperi
Startauperi


“Pizza Donatello” პიცის ადგილზე მიტანის სერვისია. -პიცა-დონატელო-ს-ესაჭიროება-კურიერი-GEO398048-825619ერთ-ერთი დამფუძნებელი მიკიბო კოხრეიძის თქმით, გახსნიდან რამდენიმე დღეში იმაზე მეტი შეკვეთა ჰქონდათ, ვიდრე თავად ელოდნენ. ამბობს, რომ “Pizza Donatello” პიცის მოყვარულებისთვისაა.

მიკიბო კოხრეიძე: ჩვენ გვაქვს 25–მდე სახეობის პიცა, მათ შორის „Pizza Donatello“, რომელიც გამოირჩევა თავისი ინგრედიენტებით და გამოცხობის წესით.

ამ 25 პიცის სახეობიდან რამოდენიმე ხალხისთვის უკვე ცნობილია. ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის გვაქვს რამოდენიმე სახეობის პიცა, ასევე ვეგეტარიანელთათვის და მათთვის ვინც მარხულობს გვაქვს პიცა „ვეჯი“.

ასევე კლიენტს შეუძლია სასურველი პიციდან ნებისმიერი ინგრედიენტის ამოღება ან დამატება.

რაც შეეხება ფასებს ან სპეციალურ შეთავაზებებს. . .

პიცის ფასი იწყება 9 ლარიდან და ადის 25 ლარამდე. მიტანის სერვისი ღირს 3 ლარი. ყოველ დიდ პიცას საჩუქრად მოყვება 2 ქილა პეპსი ან კოლა. ყოველდღე, დილის 11 საათიდან, ვინც პირველი დარეკავს “Pizza Donatello”-ში, შეკვეთას მიიღებს უფასოდ.

რომელი საათიდან რომელ საათამდეა შესაძლებელი “Pizza Donatello”-ს გამოძახება?

სამუშაო დღეებში 11–დან საღამოს 11 საათამდე , შაბათ–კვირას კი დილის 11–დან ღამის 2 საათამდე.

რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სერვისის გაკეთება?

Mikiboჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და მისი სწრაფი მიწოდება. საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისი მოიკოჭლებს, რადგან კურიერებს არ აცვიათ ფორმები, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ხურდა თან, არ არიან პოზიტიურები და ყველაფერთან ერთად მუშაობენ ნელა.

კონკურენტებთან შედარებით რა არის “Pizza Donatello”-ს უპირატესობა?

ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება არის ჩვენი უპირატესობა.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა უბნებში და შემდეგ ქალაქებში “Pizza Donatello”–ს გახსნას. შემდეგ სეზონზე ვაპირებთ ბათუმში ფილიალის გახსნას. ამავდროულად, სერვისის კიდევ უფრო დახვეწას, სხვადასხვა აქციებს და გათამაშებებს.

განხილვა