in

პიცის ყუთები, პიცის გარეშე — Pizza Hut ცრუ რწმენებს უპირისპირდება

BOG
BOG

არაერთ კარგ პროდუქტზე გავრცელებულა ხმები, რომ გაყინული პროდუქტებისგან ამზადებენ და, როგორც ჩანს, ასე ხდებოდა Pizza Hut-ის შემთხვევაშიც. თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა ამ ადამიანებისთვის მეტად მარტივი და საინტერესო გზით ეპასუხა. სუპერმარკეტებში გაყინულის პროდუქტების სექციაში პიცის ყუთები განათავსეს, თუმცა მისი გახსნისას მომხმარებლებს სიურპრიზი ხვდებოდათ — ყუთი ცარიელი იყო, რადგან ისინი რეალურად გაყინულ პიცას არ ამზადებენ, თუმცა აქვე იყო ვაუჩერი წარწერით: Sorry, we don’t do frozen pizzas. Our dough is freshly made every single day.

Publicis Dubai-ის სააგენტოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი აუგუსტო კორეია, რომელსაც თავადვე სწამდა, რომ Pizza Hut გაყინულ ცომს იყენებდა, ამბობს, რომ ამ ხრიკის უკან არსებული მიზანი რაღაც სასაცილოს შექმნა კი არა, სწრაფი კვების ინდუსტრიაში გავრცელებული ცრუ რწმენის გაქრობა იყო.

როცა ადამიანები გაოცებულები რჩებიან, ისინი ყურადღებას მეტად ამახვილებენ და ამახსოვრდებათ, — აცხადებს ბევერლი კრუზი, Pizza Hut-ის გენერალური მენეჯერი, რითაც ცარიელი ყუთების იდეაც მარტივად აიხსნება.

მაღაზია New Trend-ს მოდის ინდუსტრიის სახელგანთქმული, ახალი ბრენდები დაემატა

როგორ გავუმკლავდეთ შინაგან ქაოსს, რომელიც მუშაობაში ხელს გვიშლის