25
Jul
2017

კრისტიენ ვიგმა პიცის რეკლამაში ყველა პერსონაჟის როლი ითამაშა!

25 Jul 2017

კობი
კობი


რა სურს ქალბატონების, მამაკაცების, ბავშვების, მოზარდების თუ ნებისმიერი სფეროსა და ასაკის წარმომადგენელ ადამიანთა უმრავლესობას? გემრიელი, სწრაფი და რაც მთავარია, ცხელი პიცა. Pizza hut-ი ამ ყველაფერს ერთად სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს და ყოველთვის ცდილობს მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს. ამასთან, ყოველჯერზე გააუმჯობესოს თავისი მომსახურება. ბრენდმა სულ ცოტა ხნის წინ მსახიობ კრისტიენ ვიგის მონაწილეობით და სააგენტო Droga5-ის დახმარებით, სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა. ვიდეოში კრისტიენმა ბევრი როლი მოირგო და პიცის მოყვარულების მოთხოვნები ნათლად გადმოგვცა, ამასთან, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ Pizza hut-ი მათ ყოველთვის აკმაყოფილებს.

 

განხილვა