in

„გაუგზავნე რეზიუმე პიცასთან ერთად“ — Pizza Hut-ის კამპანია უმუშევართა დასახმარებლად

BOG
BOG

გამომდინარე იქიდან, რომ რეზიუმეების 75% წაუკითხავი რჩება, Pizza Hut-მა, ResZAmes-სთან ერთად, პიცის ყუთის მიღმა ფიქრი გადაწყვიტა და მიწოდების სერვისი სამსახურის მაძიებლების დასახმარებლად გამოიყენა — პიცის ყუთებზე რეზიუმეები დაიტანა. ფიქრობენ, რომ ასე მათ გაჯერებულ ბაზარზე გამორჩეული ადგილის დაკავებაში დაეხმარებიან და დამქირავებლების ყურადღების ცენტრშიც მოაქცევენ. წარმოიდგინეთ, თქვენი რეზიუმე HR-ს კართან რომ მიუტანონ, რამდენად გაიზრდება მისი წაკითხვის შანსი…

ამისთვის ნიუ-იორკში სამსახურის მაძიებლებს შეუძლიათ, ResZAmes-ის ვებგვერდს ესტუმრონ, ატვირთონ რეზიუმე და აირჩიონ მათთვის სასურველი დამსაქმებლის კოდი. შემდგომ Pizza Hut რამდენიმე იღბლიან მონაწილეს აირჩევს და მათ რეზიუმეებს პიცის ყუთებზე დაბეჭდავს, რასაც უკვე საკუთარი ხელით კორპორატიულ ოფისებში მიიტანს. 

ვიცით, რომ სამსახურის პოვნა დამღლელი შეიძლება იყოს, ამიტომ, გვინდოდა ამ ადამიანებს დავხმარებოდით. Pizza Hut-ის საკულტო ყუთების რეზიუმეებთან გაერთიანებით, ვიმედოვნებთ, რომ ისეთივე აღფრთოვანებას გამოვიწვევთ ამ რეზიუმეებით, როგორც პიცებით და აპლიკანტებს შთაბეჭდილების მოხდენაშიც დავეხმარებით. ვინ დააიგნორებს რეზიუმეს, რომელიც გემრიელი პიცით არის მიწოდებული?, — აცხადებს მელისა ფრიებე, Pizza Hut-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„კაპაროლი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

„იუსკი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია