in

Pizza Hut-მა ახალი საერთაშორისო ლოგო წარადგინა

Pizza Hut-მა ცვლილებების დროაო და იდენტობის განახლება გადაწყვიტა. საკულტო წითელ ქუდს ინარჩუნებს, თუმცა ახლა დახრილ შრიფტს გვთავაზობს მეტი ელეგანტურობისთვის. მოძრაობს კიდეც, რაც ახალ ენერგიას მატებს მას… 

BOG
BOG

სიტყვათა ნიშნებში გამოყენებული z და u ერთმანეთს ერწყმის, რითაც თითქოს ყველის დნობის ეფექტს გვთავაზობენ. მსგავსი სტილისტური გადახვევები კი ლოგოში ბევრ ადგილზე გვხვდება. 

აღსანიშნავია, რომ Pizza Hut-ის წითელი სახურავი 1967 წლიდან არის მისი იდენტობის ნაწილი, ხოლო უკვე 1970-იანი წლებისთვის ბრენდის გლობალურ სიმბოლოდ იქცა. ბოლო წლებში მისი აღორძინება თავდაპირველად ამერიკაში, შემდგომ კი მის ფარგლებს გარეთ, სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ კომპანია ღირებულებას ნოსტალგიებში ხედავს მაშინაც კი, როცა უფრო გამარტივებული ციფრული ვერსიის შექმნისკენ მიისწრაფვის.

საინტერესოა, რომ დიზაინის განახლება 2019 წელს აშშ-ში განხორციელებულ ადრინდელ ცვლილებას აგრძელებს, რა დროსაც ლოგო ამერიკელ მომხმარებლებს ხელახლა წარუდგინეს. ახლა კი ცვლილებები იმ ბაზრებისთვისაა, რომელთაც განახლების პირველი ტალღა არ შეეხო, იქნება ეს გაერთიანებული სამეფო, კანადა თუ სამხრეთ აფრიკა. 

ასეა თუ ისე, Pizza Hut-ის დახრილი შრიფტი ახლა მხოლოდ თანამედროვედ კი არ გამოყურება, არამედ ლოგოს გამორჩეულს ხდის როგორც დიდ, ისე პატარა ეკრანებზე, იქნება ეს მობილურის მენიუები თუ ციფრული კიოსკები…

Justice League-ის ახალი ვიზუალური იდენტობა

„ყველას აქვს რაღაც სათქმელი ფეხსაცმელზე“ — Steve Madden