in

Pizza Hut-მა და Lay’s-მა ხრაშუნი გარეპეს

ახლა Pizza Hut-ისა და Lay’s-ის კოლაბორაციის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რასაც შედეგად ხრაშუნა კამპანიის შექმნა მოჰყვა. ხრაშუნა კი იმიტომაა, რომ Crunchy Crust Lay’s Pizza-ის რეკლამირებას ისახავს მიზნად. თუ Publicis Middle East-ის შემოქმედებით ხელმძღვანელ აუგუსტო კორეიას დავუჯერებთ, კამპანიის იდეა მალევე, პიცის ჩაკბეჩისთანავე გაჩნდა… ამასობაში, ეს ხრაშუნიც გარეპეს და ასე პირდაპირ ახალგაზრდა მომხმარებლებთან განიზრახეს დაკავშირება — ეს არც იშვიათია ამბავია, რადგან ბოლო პერიოდში Pizza Hut ბევრს შრომობს, რათა ახალგაზრდა აუდიტორიას თავი მეტად შეაყვაროს. 

BOG

ეს თანამშრომლობა ყველანაირ მოლოდინს სცილდება, პოპკულტურაში თავისივე გაბედული ვიზუალური მიმზიდველობით, დაუვიწყარი მუსიკითა და საკულტო ხრაშუნით აბიჯებს, — აცხადებს ფაუდტო პელანტი, Pizza Hut-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

ახალგაზრდების მოხიბვლა რეპით გადაწყვიტეს, ამიტომ მეტს არ გავაგრძელებთ, და Pizza Hut-ისა და Lay’s-ის ხრაშუნა რეპს მოგასმენინებთ:

გაფრთხილება: თუ მიზოფონია გაქვთ, ვიდეო არ ჩართოთ.

 

ტაილანდელები გიგანტური ხალიჩით საფრთხეზე მიგვანიშნებენ

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა