in

Pizza Hut-ის ახალი ყუთებით Pac-Man-ის დამატებითი რეალობის ვერსიის თამაშია შესაძლებელი

შეზღუდული რაოდენობის ექსკლუზიური კოლექცია ნოსტალგიური კამპანიის ნაწილია

Pizza Hut, ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელიც ცნობილია მისი ამერიკულ-იტალიური მენიუთი, ახალ ნოსტალგიურ კამპანიას შეუერთდა – შეზღუდული რაოდენობის ყუთებში მოცემულია QR კოდები, რომლებიც სკანირების შემდეგ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კლასიკური თამაში Pac-Man-ის დამატებითი რეალობის (AR) ვერსია ითამაშოს. გარდა ამისა,, კამპანიის ფარგლებში ჩნდება ბრენდის წარსული ელემენტები, მათ შორის შეფუთვა, წითელი ჭიქები და ძველი მენიუ.

Pac-Man-ის დიზაინი პიცის ფორმას ეხმიანება, რომლის ერთი ნაჭერიც აღებულია. კამპანიის ფარგლებში ექსკლუზიური კოლექციის ყუთები ერთგვარი წარსულთან დაბრუნებაა, ახლებური, თანამედროვე გზებით. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი შედეგები Twitter-ზე გაუზიარონ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი კამპანია “Newstalgia”-ს მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც Pizza Hut-ის ყველაზე საყვარელ ასპექტებს დღევანდელ ელემენტებთან აერთიანებს. “ამ ბრენდის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული და საკულტო ელემენტი არსებობს. იმ საგნების აღება, რომლითაც ხალხი გვიცნობს და მათი დღევანდელ სამყაროში შემოტანა, შესაბამისი ფორმებით, ნამდვილად გამოწვევაა” – ამბობს ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ჯორჯ ფელიქსი.

რა თქმა უნდა, Pizza Hut-სა და Pic-Man-ს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრავალი ადამიანის მოგონებებში. კამპანიის მიზანი კი ამ მოგონებების გაცოცხლება და თანამედროვე ადამიანებისთვის მისი მინიჭებაა.

21 მარტი მხოლოდ ჭრელი წინდა არაა! #ჩვენვაკავშირებთ – რა ხდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოში

iPhone-ის დამტენის გარეშე გაყიდვისთვის Apple 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა